Author: HERA

2 ივნისს, ასოციაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი მაკა ჩილინგარაშვილი ეწვია ორგანიზაციის რეგიონულ ახალგაზრდულ ჯგუფს ქ. ახალციხეში. ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული მიმართულებების მუშაობის სპეციფიკაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე, ახალგაზრდულმა ლიდერმა ჯგუფს გააცნო ჯგუფის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, რის საფუძველზეც ახალციხის ჯგუფი დაგეგმავს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებზე ორიენტირებულ აქტივობებსა და კამპანიებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდების გააქტიურებას და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას, ადგილობრივი ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში...

31 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა მოხალისეობის გამოფენა/ფორუმი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია „ჰერა XXI“-მა სხვა 30 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად. „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები დამთვალიერებელ ახალგაზრდებს ესაუბრნენ მოხალისეობის როლზე როგორც თავად ახალგაზრდების პროვნული განვითარების, ისე ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში. ღონისძიების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ასოციაციის მოხალისეთა ბაზა. ...

სექსუალური აქტივობის შედეგად ადამიანმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. შემთხვევითი, დაუგეგმავი სექსუალური ურთიერთობები არც თუ იშვიათად სგგი-ს გავრცელებითა და არასასურველი ორსულობით მთავრდება.

ღონისძიება გაიმართა 18 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და მასში მონაწილეობდნენ სხვადსხვა საფეხურისა და ფაკულტეტის ახალაგზრდები. „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციაში მოხალისეობის შესაძლებლობებზე, ასევე, გააცნეს „ჰერა XXI“-ის სერვისები და პროექტები. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა - როგორ გოგონები, ისე ბიჭები - დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით. ისინი აღნიშნავდნენ რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მუშაობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის და სურვილს გამოთქვამდნენ ჩართულიყვნენ „ჰერა XXI“-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.  მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესდა „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს...

შერჩეული კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ „რეპრო სტუდიაში“, მიიღონ პროფესიული გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკური უნარ-ჩვევები, ჩაერთონ როგორც სატელევიზიო გადაცემებისა და რეპორტაჟების მომზადების პროცესში, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობაში. ასოციაცია "ჰერა XXI"-ს ბაზაზე შექმნილი „რეპრო სტუდიის“ მიზანია საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდების გზით. „რეპრო სტუდია“ ამზადებს სატელევიზიო გადაცემათა ციკლს „ალტერნატიულ აზრი“, რომელიც ვრცელდება როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური ქსელების საშუალებით. სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მონაწილეობის მიღება გადაცემების დაგემვის პროცეში; რესპოდენტებთან ურთიერთობა; რეპორტაჟების მომზადება; გადაცემების ჩაწერის პროცესის დაგეგმვა და მენეჯმენტი; პროდიუსერის მითითებების შესრულება...

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მოწვეული ტრენერ/კონსულტანტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობანი: არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებისა და მომავალი ტრენერებისთვის სქესობრივი და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგ მოდულის შემუშავება. ტრენინგის გეგმის შედგენა და ქ. თბილისში სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე თემატიკური  ტრენინგის ჩატარებაა; შესრულებული სამუშაოს დეტალური ანალიტიკური/შეფასებითი ანგარიშის მომზადება; ტრენინგის მიზანი: სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე თემატიკური ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებსა და მომავალ ტრენერებს თემატიკური  ცოდნა  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და მასთან მჭიდროდ  დაკავშირებული საკითხების  შესახებ  იმ ფორმით, რომ მათ შეძლონ ...

27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდული საზოგადოებრივი რესურსების გამოფენა. ღონისძიება ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი თბილისისა და რეგიონების 25 სკოლიდან. გამოფენას, სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს ესაუბრნენ ჯანსაღი კვების, სპორტული აქტივობების მნიშნელობის, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ ფიზიოლოგიური თუ ემოციური ცვლილებების შესახებ, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს გარდატეხის ასაკში. დაინტერესებულ მოსწავლეებს კი დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის...

ასოციაცია ჰერა ХХI-ს თანასწორ-განმანათლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ახალგაზრდების სწავლების პრინციპების პრაქტიკული მხარეების შესახებ და გაეძლიერებინათ მათი შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარების კუთხით. გარდა თეორიული ცოდნის გადაცემისა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ  აქტივობას და სიტუაციურ ამოცანას, რომლის მიზანი იყო მომავალი თანასწორ-განმანათლებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მოგეხსენებათ, ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებელთა გუნდს წელს 13 ახალი წევრი შეემატა, რომელთაც 27, 28 და 29 აპრილს „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებე. შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ-განმანათლებლები ყოველწლიურად ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს მათივე...