სტაჟირება

 ასოციაციაჰერა XXI”-ში   სტაჟირების მსურველი

უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

კვალიფიკაცია:

  • ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (გრამატიკული წერა);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის PowerPoint- ის სრულყოფილ ცოდნა;
  • შეეძლოს ინტერნეტითა და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა;

 დამატებითი მოთხოვნები:

  • აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო;
  • იყოს მონდომებული, ღრმად შეისწავლოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სფერო;
  • აინტერესებდეს არასამთავრობო სტუქტურის მენეჯმენტის შესწავლა და პროგრამების მართვა;
  • ჰქონდეს სურვილი, განავითაროს ლიდერი-ს უნარ-ჩვევები;
  • ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ;
  • ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს დამოუკიდებელი მუშაობა;
  • ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს და განავითაროს ტრენერის უნარ-ჩვევები.

სააპლიკაციო პროცედურა:

  • შერჩევის პირველ ეტაპზე სტაჟირების მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პირადი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: Association_hera@yahoo.com
  • მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტი უნდა გამოცხადდეs გასაუბრებაზე ასოციაცია “ჰერა XXI”-ში, წინასწარ შეთანხმებულ დროს.

რა სარგებელი ექნება სტაჟიორს ასოციაცია ჰერა XXI ში მუშაობით?

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:

  • სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო გამოცდილებად და მიეცემა დახასიათება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე წარსადგენად;
  • სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ “ასოციაცია ჰერა XXI”-ში;

სამუშაო პირობები:

  • სტაჟიორები იმუშავებენ “ასოციაცია ჰერა XXI”-ის ოფისში, მათთვის ხელსაყრელ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.