სიახლეები Tag

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text] 2022 წლის 28-29 ოქტომბერს ასოციაცია "ჰერა XXI" ესტონეთის სექსუალური ჯანმრთელობის ასოციაცია „Eesti Seksuaaltervise" თანამშრომლობის ფარგლებში მართავს ტრენინგს მოქმედი ოჯახის/სოფლის ექიმებისთვის. ტრენინგის მიზანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების - ოჯახის/სოფლის ექიმების ცოდნისა და უნარ ჩვევების გაძლიერება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა - როგორ ჩავატაროთ უკეთესი კონსულტაცია ახალგაზრდებისთვის? ტრენინგს წარუძღვებიან ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტ-ტრენერები. ტრენინგი გაიმართება სასტუმრო "სევსამორაში". მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და განთავსებას უზრუნველყოფს ასოციაცია "ჰერა XXI". განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 5 აგვისტო. დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3IsfiIC კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: xxihera@gmail.com [/vc_column_text][/vc_column][/vc_row]...