“Positive Attitude Positive Action” – “პოზიტიური დამოკიდებულება, პოზიტიური ქცევა”
ასოციაცია ,,ჰერა XXI” -ს მიერ აივ-ინფექცია/ შიდსის პრევენციისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შექმნილია აივ-ინფიცირებულთა, პოზიტიურ ადამიანთა ჯგუფი. ასოციაციის მიზანია აივ/ინფიცირებულთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი უნარების გაძლიერება. რათა მათ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და ამ უფლებებით სარგებლობა. ჯგუფის მუშაობის მთავარი მიმართულებაა აივ-ინფიცირებულთა პრობლემების გამოვლენა, მათი ანალიზი და რელევანტური პროგრამების შექმნა.
ასოციაცია ,,ჰერა XXI” PAPA ჯგუფისთვის უზრუნველყოფს კონფიდენციალურ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ასოციაციის შიდა პოლიტიკით და რეგულაციით.
თუ აივ-ინფექცია / შიდსის თემა თქვენთვის უცხო არ არის და მასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი თქვენც ხართ შეგიძლიათ შემოუერთდეთ ,,PAPA” ჯგუფს – ერთად ვეძებოთ გამოსავალი, ერთად დავამარცხოთ არსებული სტიგმა.