მშობელთა ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის – forparents.ge – პრეზენტაცია
ასოციაცია „ჰერა XXI-მა“ 9 და 10 ნოემბერს, ახალციხესა და ქუთაისში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებსაც, ჯამში 100-ზე მეტი მშობელი დაესწრო.
ვებ-გვერდმა და აპლიკაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს მშობლების მიერ დასმულ კითხვებს და წარმართეს საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც მშობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ამან შეხვედრა დაგეგმილზე უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახადა. ღონისძიებების ბოლოს, მშობლებს გადაეცათ წამახალისებელი, სიმბოლური საჩუქრები „ჰერა XXI-სგან“.
ონლაინ პლატფორმა forparents.ge შეიქმნა მშობლებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შვილების ინფორმირება, ასაკზე მორგებული ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით.