სიახლეები

კამპანია მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა. სხვა რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების მსგავსად, საიტისა და შესაბამისი მობილური აპლიკაციის – forparents.ge-სა და „მშობლებისთვის“ – პრეზენტაციამ და ხელვაჩაურშიც საკმაოდ ნაყოფიერად და დამსწრე აუდიტორიის განსაკუთრებული ჩართულობით წარიმართა.

27 თებერვალს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტეის სოფ. პირველი მაისის ახალგაზრდულ ცენტრში.

23 თებერვალს მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა საინფორმაციო-გაცნობითი სახის შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში. შეხვედრას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ მასწავლებლები და ახალციხის მერიის წარმომადგენლები.

8 თებერვალს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა მორიგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილ „გოგონათა კლუბის“ წევრებთან. 14-18 წლის მოზარდებისთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ორგანიზაციის რეპროდუქტოლოგის, ისე ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერის მოსმენა.

11 თებერვალს, თბილისში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერებს ამაღლების შესახებ. სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე უამრავმა მშობელმა მოიყარა თავი „ჰერა XXI-ის“ სტენდთან.

4 თებერვალს, თბილისში მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერებს ამაღლების შესახებ კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე უამრავმა მშობელმა მოიყარა თავი „ჰერა XXI-ის“ სტენდთან.

23 დეკემბერს გაიმართა დამწყები ჟურნალისტებისათვის „ჰერა XXI“-ის მიერ ორგანიზებული ერთთვიანი სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება. კურსი მიზნად ისახავდა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ინფორმირებას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, რათა მომავალი პროფესიული საქმიანობისას, მათ უკეთ შეეძლოთ, მოამზადონ საინტერესო და მაღალკვალიფიციური  პროდუქტები აღნიშნულ თემებზე.

2017 წლის მიწურულს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ განმანათლებლებმა ჩაატარეს ტრენინგები მათივე თანატოლებისთვის – მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. 

● 4 რეგიონი,
● 8 თანასწორგანმანათლებელი,
● 22 ტრენინგი,
● ასობით გადამზადებული ახალგაზრდა!

1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით მზიურის კაფეში გაიმართა ფილმის – „ასმა“ – ჩვენება.