ასოციაცია “ჰერა ოცდაერთის” ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია – „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“
5 დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“ თბილისის მერიის ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია - „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი ნაშრომები შემდეგ თემებზე: • სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისთვის საქართველოში; • ნაადრევი ქორწინება და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მოზარდის ორსულობასთან დაკავშირებული რისკები და პრევენცია; • ადრეული ქორწინება. როგორც ბარიერი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის; • ადრეული ქორწინების სოციო-კულტურული შედეგები. გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდნენ მედიცინის მეცნიერებათა...
Read Post