Search
Close this search box.

Beijing + 25-ს რეგიონალური კონსულტაცია მოლდოვაში

Beijing + 25-ს რეგიონალური კონსულტაცია მოლდოვაში

 Beijing + 25-ს რეგიონალური კონსულტაცია მოლდოვაში
 

2019 წლის 4-5 სექტემბერს, მოლდოვამ Beijing +25-ს რეგიონულ კონსულტაციას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს. ღონისძიებას რუმინეთის, ბელარუსის, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და მოლდოვის არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები დაესწრნენ და ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმის დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი შეაფასეს. მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშე ქალები და გოგონები ისევ დგანან.

საქართველოდან, რეგიონალურ კონსულტაციაში მონაწილეობა ასოციაცია „ჰერა XXI”-ს დირექტორმა, ნინო წულეისკირმა მიიღო.

“1995 წელს, საქართველო შეუერთდა პეკინის სამოქმედო პლატფორმას. 2019 წლის აპრილის თვეში საქართველოს მთავრობამ წარადგინა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის +25 ყოვლისმომცველი ეროვნული დონის მიმოხილვა, რაც ცხადყოფს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის პოზიტიური ცვლილებების ტენდენციას ქვეყანაში. ამავე წელს ასოციაცია “ჰერა XXI” ინიციატივით შემუშავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში, სადაც აღნიშნულია პოზიტიური ტენდენცია, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმულია ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებული, ჯერ კიდევ რეალური გამოწვევები ქალთა უფლებების რეალიზაციის კუთხით. მოლდოვაში ჩატარებულმა შეხვედრა/კონსულტაციებმა შექმნა შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სამთავრობო წარმომადგენლებს გაგვემართა დისკუსიები, გაგვეზიარებინა საუკეთესო გამოცდილება და გვემსჯელა არსებულ გამოწვევებზე, შეგვემუშავებინა ქმედითი რეკომენდაციები და შეგვექმნა ერთობლივი სოლიდარობის პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტურ ადვოკატირებას რეგიონულ თუ გლობალურ დონეებზე. ჩვენ მოგვეცა საშუალება გვემსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; ყოვლისმომცველი და ასაკზე მორგებული განათლება გონებისთვის ქალებისათვის და მათი პარტნიორებისთვის; ხელმისაწვდომი , კომპეტენტური ინფორმაცია; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ტერიტორიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სერვისები.

❗️ჯანმრთელი და განათლებული გოგონა – სამომავლოდ ძლიერი ქალია რომელიც ქმნის ქვეყნის დოვლათს და აქტიურადაა ჩართული სახელმწიფოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში.

❗️სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების რეალიზება არის გენდერულად თანასწორობისთვის სტრატეგიული საფუძველი და მისი წარმატების საწინდარი.” – ამბობს ქალბატონი ნინო.

***
2020 წელს, ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმის შექმნიდან 25 წელი შესრულდება. ბეიჯინგის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა 1995 წელს დაარსდა და ის წარმოადგენს ქალთა წინსვლისა და გაძლიერების დღის წესრიგს. ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმა ამომწურავად ეხება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს და სახავს ამ პრობლემის გადაჭრის ქმედით გზებს. პლატფორმა ამახვილებს ყურადღებას ქალთა სექსუალურ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებზე და საუბრობს გოგონათა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის საჭიროებებზე. პლატფორმა, ასევე პირველად და მკაფიოდ მოუწოდებს წევრ მთავრობებს მოახდინონ გენდერის ინტეგრირება ე.წ. „მეინსტრიმინგი“ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში.