კონკურსი მედია ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ასოციაცია ჰერა -XXI აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის
კონკურსის მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების გაშუქების ხელშეწყობა მედიაში და ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
კონკურსის თემატიკა:
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე საუკეთესო სტატიის/სიუჟეტის/ვიდეო რგოლის იდეის ავტორის შერჩევა.
კონკურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნნებათ იმუშაონ დამოუკიდებელ პროექტზე, მათი ინტერესის მიხედვით შეაჩიონ და მოამზადონ სიუჟეტი/სტატია/ბლოგი მათ მიერ წარმოდგენილი შინაარსის საფუძველზე.
წარმატებული აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმები:
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით აქტუალური თემატიკის შერჩევა და პროდუქტის ორიგინალურობა;
- სიუჟეტის /სტატიის/ვიდეო რგოლის იდეა,სტრუქტურა,პრეზენტაციის სტილი;
- ბეჭდური მასალისშემთხვევაში სტატიის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 500 სიტყვა. ვიდეო და აუდიო მასალების შემთხვევაში კი მასალის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-3 წუთი.
- თითოეული ტიპის ნაშრომის (აუდიო, ვიდეო, ბეჭდური) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მასალას, რომელსაც თანდართული ექნება გრაფიკული მასალა, ფოტოები, ინფოგრაფიკა და ნებისმიერი ტიპის მულტიმედია.
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე ფაკულტეტის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 27 მარტისა ელ ფოსტაზე xxihera@gmail.com
- იდეა რომელიც აღწერს სიუჟეტის გადაღების ადგილს, სიუჟეტს, ჩართული ადამიანების რაოდენობას და ხარჯთაღრიცხვას;
- რეზიუმე;
- განხორციელებული სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში განთავსებული ლინკების მითითებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ xxihera@gmail.com