შესავალი
- „ჰერა XXI“-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალურობას და პატივს სცემს მისი მმართველი ორგანოების, მოხალისეების, პერსონალის, ბენეფიციართა, მომჩივანთა და პარტნიორი ორგანიზაციების კონფიდენციალურობას.
- „ჰერა XXI“-ი ასევე აცნობიერებს ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას, სადაც საჭიროა ან მიზანშეწონილია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
- წინამდებარე პოლიტიკის მიზანია იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც „ჰერა XXI“-ის ყველა კომპონენტზე ვრცელდება. მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები ხორციელდება შესაბამისი ეროვნული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით.
მიზანი და გამოყენების სფერო
- წინამდებარე პოლიტიკის მიზანია კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან და პასუხისმგებლობასთან და ამ ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით მითითებების მიწოდება „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართული ყველა პირისთვის.
- წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართულ ყველა მოხალისეზე, წევრზე, მმართველი ორგანოს წარმომადგენელსა და პერსონალზე, ასევე ასოციაციის პარტნიორებზე. ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს „ჰერა XXI“-თან, ვალდებულია, ამ მიმართულებით დანერგილი საკუთარი პოლიტიკისა და პროცედურების გარდა, დაიცვას წინამდებარე პოლიტიკა.
განმარტებები
- კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება გულისხმობს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობას არაავტორიზებული გამჟღავნებისაგან. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- პირადი ან სენსიტიური ხასიათის პერსონალური ინფორმაცია;
- ინფორმაცია, რომელიც სამართლებრივად არ არის საჯარო ან ხელმისაწვდომი სხვა საჯარო წყაროდან;
- ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია ისეთ გარემოებებში, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი გონივრულად მოელის, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული სხვებისთვის.
- ასოციაცია „ჰერა XXI”-ის მიზნებიდან გამომდინარე, კონფიდენციალური ინფორმაცია მოცავს შემდეგს:
- ორგანიზაციის კუთვნილი ინფორმაცია და საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ზოგადად არ არის ცნობილი „ჰერა XXI“-ს ფარგლებს გარეთ; და
- პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ეხება მოხალისეებს, მმართველი ორგანოების წევრებს, პერსონალს, ბენეფიციარებსა და პარტნიორებს. ასეთი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საჩივრებთან ან პრეტენზიებთან და ა.შ. დაკავშირებით.
- კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, გამონაკლისის სახით, შეიძლება გადაფაროს საზოგადოებრივი ინტერესის გამო ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებამ. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი ამართლებს ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლის დაცვის ვალდებულებაც იარსებებდა წინააღმდეგ შემთხვევაში. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება არ შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ „საზოგადოებრივი ინტერესით“, ე.ი. ინფორმაციის მიმართ საზოგადოების ან მისი ნაწილის ინტერესით. კონფიდენციალურობის ვალდებულების საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დარღვევის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება კომპლექსურია და უნდა ითვალისწინებდეს როგორც პოტენციურ ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მოცემული ინფორმაციის გამჟღავნებამ, ასევე საზოგადოების ზოგად ინტერესს მოცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიმართულებით.
პრინციპები
- „ჰერა XXI“-ი აცნობიერებს, რომ კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანი პრინციპია ნდობის ხელშეწყობისთვის, საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის კულტურის დამკვიდრებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ პრეტენზიის გამოთქმისა და ინციდენტების შესახებ შეტყობინების შემთვევაში.
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ კონფიდენციალურობა არ არის აბსოლუტური და რომ შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, საჭიროების შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია, თავიდანვე ღიად და გულწრფელად განაცხადოს იმის შესახებ, თუ რატომ, რა, როგორ და ვისთან იქნება ან შეიძლება იყოს გაზიარებული ან გამჟღავნებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
- „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია მიიღოს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილოს პირების მიერ არაავტორიზებული წვდომა მის კუთვნილ საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემებზე და სხვა ინფორმაციაზე.
- მხილება არ განიხილება კონფიდენციალურობის დარღვევად. „ჰერა XXI“-ის მიდგომა მხილებასთან დაკავშირებით მოიცავს იმ თანამშრომლების დაცვას, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას „ჰერა XXI“-ის პრაქტიკასთან დაკავშირებით.
ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
- არსებობს გარემოებები, როდესაც „ჰერა XXI“-ის მმართველ ორგანოებს, მოხალისეებს, წევრებს ან პერსონალს სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს, „ჰერა XXI“-ის გარეთ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, მათ შორისაა შემდეგი გარემოებები:
- როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება აუციელებელია სერიოზული ზიანის ან კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ან სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციების გასაუვნებელყოფად;
- როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება განპირობებულია ბავშვზე ძალადობის შესახებ შესაბამისი სამსახურებისათვის შეატყობინების აუცილებლობით;
- როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება განპირობებულია მოწყვლადი ზრდასრულისა და ზრდასრულ ბენეფიციართა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შეტყობინების აუცილებლობით, „ჰერა XXI“-ის ინციდენტების შესახებ შეტყობინების პროცედურის შესაბამისად;
- ნარკოტიკებით ვაჭრობის, ფულის გათეთრებისა და ტერორისტული აქტების შესახებ პოლიციის ინფორმირების მიზნით;
- როდესაც ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნა სასამართლო განჩინებით არის დადგენილი.
- თუ პირებს გააჩნიათ პრეტენზია კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ფაქტის განსახილველად, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი სამსახურის მენეჯერს და/ან აღმასრულებელ დირექტორს.
კონფიდენციალურობა და ინფორმაციის გაზიარება ჯანდაცვის მიმართულებით მომსახურების მიწოდების ჭრილში
- „ჰერა XXI“-ი იცავს კონფიდენციალურობის დაცვის სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც მოიცავს დებულებებს ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ჩანაწერებთან და მათი გაზიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
კონკრეტული ქმედებები
- კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებები მოიცავს შემდეგს:
- ყველა კონფიდენციალურ დოკუმენტზე უნდა იქნას დატანილი წარწერა „კონფიდენციალური“, სამიზნე აუდიტორიისთვის მათ გაზიარებამდე.
- კონფიდენციალური დოკუმენტების ყველა მიმღებს უნდა მიეწოდოს შეახსენება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით მათი ვალდებულების შესახებ. ამ მიზნით შესაძლებელია კონფიდენციალურ დოკუმენტზე გაკეთდეს მოკლე წარწერა, რომელიც მომხმარებელს საკუთარ ვალდებულებას შეახსენებს.
- ორგანიზაციის ფარგლებში გავრცელებული ყველა კონფიდენციალური ელ.წერილი უნდა დაიგზავნოს სათაურით „კონფიდენციალური“, შინაარსის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების მკაფიო შეხსენებით, თუ პირი არ ფლობს სხვაგვარ უფლებამოსილებას.
- ყველა კონფიდენციალური მონაცემი, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, დაცული უნდა იყოს პაროლით.
- იმ ოთახებსა და სივრცეზე წვდომა, სადაც ინახება პირადი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს და ოთახში ან საცავში შესაღწევი კარი საიმედოდ უნდა იყოს დაცული.
- საჭიროა ზომების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული პერსონალურ ან სხვა ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის სხვებთან გაზიარების შემთხვევაში.
- სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ინფორმაციის გადაგზავნა/გადაცემისას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის გადაცემისას გამოყენებული მეთოდის უსაფრთხოება.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2022 წ.