ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით, თბილისის პირველადი ჯანდაცვის ექიმი-გინეკოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე

4-5 აგვისტოს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით, თბილისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმი-გინეკოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, კონფერენციის – „თანამედროვე ტექნოლოგიები მეან-გინეკოლოგიაში“ ფარგლებში.

🔸ტრენინგის მსმენელებმა მიიღეს სერთიფიკატები და I ტიპის კრედიტ-ქულები.

🔸 საქართველოს ახალ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ხაზგასმითაა აღნიშნული რომ „ოჯახის დაგეგმვა არის ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური საშუალება.“ შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ოჯახის დაგემვის ხარისხიანი სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობაა, რომლის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

🔸 ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ერთ-ერთი სტარატეგიული მიმართულებაა მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფლებრივად დაცული, პაციენტზე ორიენტირებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სერვისების უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია წლებია მუშაობს ოჯახის დაგემგვის სერვისის მიმწოდებელი პროფესიული ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/Ft2XnR