რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული დაიწყო

ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით 26 სექტემბრიდან    11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული, რომლის ფარგლებში დაგეგმილია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან/ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით პარტნიორული შეხვედრები, თემატური პრეზენტაციები, საინფომრაციო საგანმანათლებლო ღონისძიებები, ახალგაზრდული კამპანიები.
 #რეპროდუქციული_კვირეული 26 სექტემბერს გაიხსნა სასტუმრო “რუმს ჰოტელში”, სადაც გაიმართა, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორიდან, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელი პირები და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლები.

➡️პარალელურად, კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა ახალგაზრდებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
ღონისძიებები #რეპროდუქციული_კვირეულის ფარგლებში 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.