25 ოქტომბერს “ჰერა XXI”-მა 20 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

სახელწოდებით ” რეალური ნაბიჯებიდან რეალურ შედეგებამდე”
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებები, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის შტატმა და დარგის ექსპერტებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშირისო დონორი ორგანიზაციები.

ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში ასოციაცია “ჰერა XXI” თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან; Peace Corps, ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, პრობაციის ეროვნული სააგენტო, მედიაციის ცენტრი, რომელთან ერთადაც ხელს უწყობს:

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის იმპლემენტაციას;
ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში;

ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სხადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა, ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და მოხალისეებმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ჰერა XXI-თან თანამშრომლობის გამოცდილება და მნიშვნელობა;

▶️ასოციაცია ჰერა XXI მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.