2 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია
სესიას უძღვებოდნენ ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები მარიამ კვანჭიანი და სალომე ჭონიშვილი. ისინი სტუდენტებს ესაუბრნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, მათი პრევენციის გზებზე და ა.შ.
შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. საინტერესო პრაქტიკული დავალებები და ჯგუფური სამუშაოები ახალგაზრდებს საშუალებას აძლებდა უკეთ აღექვათ და გაეაზრებინათ მიღებული ინფორმაცია. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში და აღნიშნავდნენ რამდენად მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მათთვის. ბევრმა მათგანმა სურვილი გამოთქვა ჩაერთოს „ჰერა ოცდაერთის“ მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში.
ასოციაცია ჰერა XXI მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
📍ღონისძიება განხორციელდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც, 26 სექტემბერს, კონტრაცეფციის მსოფლიო დღეს დაიწყო. კვირეულის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი.