11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა

თარიღი 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გოგონათა უფლებების დაცვისა და აღიარების მიზნით დაწესდა.
📣აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ-განმანათლებლებმა ჩაატარეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო სესია სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე:ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, სესიის შემდგომ ჰერა XXI-ს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა აქტივისტებთან ერთად გამართეს ახალგაზრდული კამპანია/მინი ვიქტორინა: “განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე აძლიერებს გოგონებს”.
➡️ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გოგონების ინფორმირებას და ყურადღების გამახვილებას გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ცხობრების ჯანსაღი წესის საკითხებზე.

📍მინი ვიქტორინის ფარგლებში ჰერა XXI-ს მოხალისე/აქტივისტებმა სტუდენტებსა და გოგონებს მიულოცეს გოგონათა საერთაშორისო დღე და გაუზიარეს ინფორმაცია ორგანიზაციაში მოქმედ ახალგაზრდულ მეგობრულ სერვისებზე.
მინი ვიქტორინაში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
#გოგონებიაძლიერებენერთმანეთს

#HeraXXI #Internationaldayofgirls #Girlstakeover