Search
Close this search box.

მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯანმრთელობა

მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯანმრთელობა

ტრენინგის სამიზნე ჯგუფებია:

  •    სკოლის ექიმები  

 

  ტრეინინგის მიზანია :

მოზარდთა ბიო-ფსიქო-სოციალური, მათ შორის რეპროდუქციული განვითარების და ჯანმრთელობის შესახებ სკოლის ექიმების ცოდნის განახლება, მოზარდთან და მის ოჯახთან  ინტერაქციის ეფექტური  განხორციელებისათვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენა.

 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • „მოზარდი“ – დეფინიცია; მოზარდის განვითარების თეორიები და პერიოდიზაცია;
  • მოზარდის ფიზიკური და სქესობრივი განვითარება;
  • მოზარდის ფსიქო–სოციალური  განვითარება, სარისკო ქცევა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება;
  • მოზარდის სომატური ჯანმრთელობა, ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება სომატური დაავადებების ფონზე;
  • მოზარდის სექსუალობის ჩამოყალიბების ეტაპები;
  • მოზარდთა ჯანმრთელობის სტატისტიკური მონაცემები საქართველოსა და მსოფლიოში. მოზარდთა მოკვდაობა და სიკვდილობის განმაპირობებელი ფაქტორები;
  • მოზარდთა რეპროდუქციულიჯანმრთელობა და უფლებები;
  • ვაჟების რეპროდუქციული სისტემა – ნორმა, ვარიაციები ნორმის ფარგლებში და თანდაყოლილი ანომალიები, გავრცელებული დარღვევები;
  • გოგონების  რეპროდუქციული სისტემა, თანდაყოლილი ანომალიები, ასაკობრივი ცვლილებები, ნორმალური მენსტრუალური ციკლი, ვარიაციები ნორმის ფარგლებში  რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • მოზარდი გოგონების ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებები – კონტრაცეფცია, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, საკანონმდებლო რეგულირების საკითხები
  • მოზარდთან და მის ოჯახთან კონსულტირების თავისებურებები.

საგანმანათლებლო მეთოდები:

  • მინილექცია
  • პრეზენტაცია
  • ქეისის განხილვა
  • დამხმარე ლიტერატურა
  • შეფასება, უკუკავშირი.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილემ  იცის:

  • მოზარდობის პერიოდის არსი, ასაკობრივი პერიოდიზაციის თეორიები, “მოზარდის“ დეფინიცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განმარტების შესაბამისად და აცნობიერებს მოზარდის განვითარების თავისებურებებს;
  • მოზარდის განვითარების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები. სარისკო ქცევები და მათი პროფილაქტიკის საშუალებები;
  • მოზარდის სომატური ჯანმრთელობის დეტერმინანტებთან და სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების არსი, სტატისტიკური მონაცემების კონტექსტში;
  • განსხვავებები რეპროდუქციული ორგანოების განვითარების და ფუნქციონირების ნორმალურ და პათოლოგიურ  ფორმებს შორის;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საფრთხეების შეფასების და შესაბამისი დახმარების  აღმოჩენის, ასევე მოზარდებში ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებების, აბორტის და კონტრაცეპციის საკითხები;
  • მოზარდთა ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარებისათვის მისაღები პირობების მახასიათებლები;
  • მოზარდთან და მის ოჯახთან ეფექტური კომუნიკაციის სპეციფიკა;
  • მოზარდთა ჯანმრთელობის სტატისტიკური მაჩვენებლები და სიკვდილობის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზები საქართველოსა და მსოფლიოში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცამების შესაბამისად).

      ტრენინგის მონაწილე  შეძლებს:

  • მოზარდის (ბიჭი,გოგონა) განვითარების სტადიის განსაზღვრას და საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში მოზარდის ქცევაზე ამ სტადიის გავლენის არსში ჩაწვდომას;
  • მოზარდის სიმაღლისა და მასის  შედარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სტანდარტებთან ე.წ.“ზრდის გრაფიკის“ გამოყენებით და მის ინტერპრეტაციას;
  • რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემურ  საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდებისთვის და კომპეტენტურ რეაგირებას;
  • კონტრაცეფციის და აბორტის  მეთოდების შესახებ კონსულტირებას  და დაკვირვებას;
  • მოზარდ პაციენტთან  და მის მშობლებთან კომუნიკაციის დროს „ინტერვიუს“ ეფექტურ გამოყენებას პარტნიორული ურთიერთობის ასაგებად;
  • მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სერვისების უპირატესობის ჩვენებას.

 

სასწავლო კურსი აკრედიტირებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ დიმპლომური/უწყვეტი  განათლების სისტემაში.

 

ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი

 

 კურსი  მომზადა :  გულნარა  შელია,

                                    სრ.პროფესორი, ექიმი-გინეკოლოგი

ტრენინგ–მოდული შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა XXI“–ის ინიციატივით და მხარდაჭერით.  – www.hera-youth.ge

კურსზე რეგისტრაცია