თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო დისკუსია სტუდენტებთან

#ადამიანის_უფლებათა_საერთაშორისო_დღე
#international_day_of_human_rights

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა/დისკუსია სახელწოდებით „გენდერულად სენსიტიური მიდგომა ჯანმთელობის მომსახურების სფეროში.“

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებებრივ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის ნაწილში, რომელიც საკმაოდ აქტიური და ინტერაქციული იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განიხილეს ცოცხალი ისტორიები ქალთა ძალადობრივი გამოცდილებების შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდა „ჰერა ოცდაერთის“ მოწვეული ტრენერი იურიდიულ საკითხებში მარი ჯობავა. ღონისძიებას ესწრებოდა ორგანიზაციის დირექტორი ნინო წილეისკირი.

აქტივობა განხორციელდა ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ ინიციატივითა და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების (SIS) მხარდაჭერით.

#hearmetoo
#HERAXXI