ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალ თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე

23 ივნისს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალ თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ კიდევ ერთი ტრენინგი.

მეთოდოლოგიური ტრენინგების შემდეგ, დამწყებმა თანასწორ-განმანათლებლებმა მიიღეს კვალიფიციური და პროფესიონალური ინფორმაცია იმ თემებზე, რომლებზეც შემდგომ თავად ჩაატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს. კერძოდ, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.

ტრენინგზე ახალგაზრდებმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში; ისაუბრეს რეპროდუქციული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; გაეცნენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას ამ მიმართულებით და ა.შ.

ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები უკვე მზად არიან თავადვე ჩაატარონ ტრენინგები და მათი ცოდნა გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.