Search
Close this search box.

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის!?

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის!?

🔹როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის!?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ქალი უნდა იყოს მზად როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ რამდენად არის ორგანიზმი მზად ჩასახვის, ორსულობისა და მშობიარობისთვის.

🔷რა უნდა ვიცოდეთ, თუ ორსულობას ვგეგმავთ:
🔹თუ თვლით რომ ჯანმრთელი ხართ, მაინც გაიარეთ აუცილებელი თერაპიული გამოკვლევა (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, არტერიული წნევის კონტროლი და ა შ.)
🔹მომავალმა მშობლებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (მიკოპლაზმა, ქლამიდია, ურეპლაზმოზი, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი). ეს ის დაავადებებია რაც უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს და ასევე იწვევენ ორსულობის შეწყვეტას, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას, ნაყოფის განვითარების მანკებს. შესაძლოა, ისინი უსიმპტომოდაც კი მიმდინარეობდეს. გამოკვლევის ჩასატარებლად უპირატესობა მიანიჭეთ პცრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)-დიაგნოსტიკას.ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია წყვილმა გაიაროს მკურნალობის სრული კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოს ორსულობა
🔹მომავალმა მშობლებმა უარი უნდა თქვან მავნე ჩვევებზე – მამაკაცებს სჭირდებათ 3 თვე ჯანმრთელი სპერმატოზოიდების მოსამწიფებლად. ამ პერიოდში მათ უარი უნდა თქვან თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლზე, საერთო აბანოებით და საუნით სარგებლობაზე, უნდა შეზღუდონ ფიზიკური დატვირთვა
🔹თუ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები (ჰიპერტონია, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ვენების ვარიკოზი) აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ მათგან რეკომენდაცია, რომ ორსულობამ და მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიაროს
🔹ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაცია სტომატოლოგთან – ყველა სტომატოლოგიური პრობლემა სჯობს ორსულობამდე მოაგვაროთ
🔹ქალმა სასურველია, ორსულობამდე შეიმოწმოს საშვილოსნოს მილების გამტარიანობა, საშვილოსნოს გარე ორსულობის პრევენციის მიზნით
🔹ჩაიტარეთ ლაბორატორიოული კვლევა (ანალიზი) წითურას ანტისხეულებზე. თუ ანტისხეულები არ გაქვთ, ჩაიტარეთ წითურას პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომ დაცვათ თავი და მომავალი შვილი იმ გართულებებისაგან, რასაც ეს ვირუსი იწვევს ორსულობის დროს. თუ ზუსტად გახსოვთ რომ გადატანილი გაქვთ წითურა, ლაბორატორიული კვლევის(ანალიზი) ჩატარება არ არის აუცილებელი.
🔹მნიშვნელოვანია ასევე ლაბორატორიული კვლევა (ანალიზი) ტოქსოპლაზმოზის ანტისხეულებზე – დაავადების გამომწვევი არის კატის პარაზიტი, ორსულობის დროს ნაყოფის მძიმე დაზიანებას იწვევს. არ მოეფეროთ ძაღლებსა და კატებს ორსულობის დროს. თუ შინაური ცხოველი გყავთ, მისი მოვლა დროებით სხვას მიანდეთ, კარგად დაიბანეთ ხელები ყოველი ჭამის წინ
🔹თუ იღებთ ჰორმონალურ კონტრაცეფტივს, ორსულობის დაგეგმვამდე 3 თვით ადრე შეწყვიტეთ მისი მიღება, ხოლო არაჰორმონალური კონტრაცეფტივი, როგორიცაა, მაგალითად, სპირალი, შესაძლო ორსულობამდე 6 თვით ადრე უნდა ამოიღოთ. კონტრაცეფციის მეთოდად შეგიძლიათ კონდომი ან სპერმიციდები გამოიყენოთ
🔹2-3 თვით ადრე დაიწყეთ ფოლიუმის მჟავის მიღება და განაგრძეთ 13 კვირის ორსულობის ვადამდე.
და ბოლოს: მნიშვნელოვანია, ამ ეტაპისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება თავიდანვე დაიწყოს მშობელმა. სასურველია მეტი დროის გატარება საბავშვო მაღაზიებში, სეირნობა და.ა.შ – ეს დადებითად დაგმუხტავთ.
ბედნიერ ორსულობას გისურვებთ