Search
Close this search box.

სექსუალური ქცევა ურთიერთობებში

სექსუალური ქცევა ურთიერთობებში

🔸სექსუალური ქცევა ურთიერთობებში

 ანტისექსუალური – მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შუა საუკუნეების ევროპა, სადაც სექსუალობა ცოდვასთან ასოცირდებოდა. ქორწინების ფარგლებშიც კი სქესობრივი

როდესაც სექსუალური ურთიერთობა სრულფასოვანია:

  • სრულფასოვანმა (დაკმაყოფილებულმა) სექსუალურმა ურთერთობებმა შესაძლოა ადამიანები დააახლოვოს, მათი ურთიერთობა გაამდიდროს და სასიამოვნო გახადოს
    • სექსუალური ურთიერთობისას თავს უნდა გრძნობდე უსაფრთხოდ, შენთვის ეს სასურველი და სასიამოვნო უნდა იყოს
    • არავინაა ვალდებული ჰქონდეს არასასურველი სექსუალური ურთიერთობა

სექსუალური ურთიერთობები, ხშირად უფრო კომფორტული, დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხოა როდესაც:

  • შენზე ზრუნავენ და ახლოს არიან შენთან არა მხოლოდ ფიზიკურად
    • მიღწეული გაქვთ ურთერთშეთანხმება, პატივისცემა და ორივე გრძნობთ პასუხისმგებლობას
    • შეგიძლიათ გასცეთ და მიიღოთ სექსუალური სიამოვნება
    • შეგიძლიათ კომფორტულად ისაუბროთ თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ
    • პატივს სცემთ ერთმანეთის უფლებას და არ აკეთებთ ისეთ რამეს რაც პარტნიორს შეუქმნის უხერხულობას
    • იზიარებთ პასუხისმგებლობას უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის აივ/შიდსი (HIV)
    • იცით საკუთარი პარტნიორის HIV სტატუსის (და სხვა ტიპის სგგი/STI-ის) შესახებ
    • საუბრობთ იმაზე, გეყოლებათ თუ არა ურთიერთობის გარეთ სექსუალური პარტნიორები, როდესაც ადამიანებს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, ასეთ ურთიერთობებს უწოდებენ ერთგულ ან მონოგამიურს.

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ