ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის

15-16 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მისი ელემენტები, რეპროდუქციული უფლებები, მოზარდობა და მისი შემდგომი ეტაპები, სგგი და მათი პრევენცია, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.

ტრენინგს ესწრებოდა 20-ზე მეტი პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეირჩნენ.

ასოციაცია „ჰერა XXI“ მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების გადამზადებასა და მათ პოსტ-დიპლომურ განათლებაზე, რათა საზოგადოების თითოეულ წევრს ჰქონდეს ხარისხიან სერვისებზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა.