„ჰერა XXI“ სტუდენტური დასაქმების ფორუმზე
ასოციაცია „ჰერა XXI“-ს წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა ილიაუნიში გამართულ წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე სხვადასხვა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნეს.
🔷 სტუდენტების აქტივობა „ჰერა XXI“-ს სტენდთან შესამჩნევად მაღალი იყო როგორც გოგონების, ასევე ბიჭების მხრიდან.
🔶 პრეზენტაციისთვის გამოყოფილ საგანგებო სივრცეში თავი იმ ახალგაზრდებმა მოიყარეს, ვისაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები აინტერესებთ და სურთ მონაწილეობის მიიღონ ორგანიზაციის მოხალისეობრივ აქტივობებში.
🔷 ასოციაცია „ჰერა XXI“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა და გამოცდილება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ და შემდგომ თავადაც გახდნენ თანასწორგანმანათლებლები.