„ჰერა XXI“-ის სასწავლო კურსი დამწყები ჟურნალისტებისთვის დასრულდა
ასოციაცია “ჰერა XXI”-მა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაატარა რიგით მეორე, ერთთვიანი სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის -„სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გენდერაულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქება მასმედიის მიერ”.
☑️სასაწავლო კურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტმა გაიარა
☑️ტრენინგს უძღვებოდა ჟურნალისტი, ვიკა ბუკია
კურსის მიზანია ჟურნალისტებს მიაწოდოს უახლესი ცოდნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ, ასევე თუ როგორ უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე საკითხები გაშუქებული მასმედიაში, რათა მათ თავიანთ ამჟამინდელ და მომავლ საქმიანობაში შეძლონ აღნიშნული საკითხების სწორი აქენტებით, კვალიფციურად მიწოდება მოსახლეობისთვის.
კურსის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. სასწავლო კურსი აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ისინი მსჯელობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხების რელევანტურად მიწოდება საზოგადოებისთვის, როგორ უნდა დავსვათ სწორი აქცენტები ინფორმაციის გაშუქებისას, რა როლი აქვს მედიას აღნიშნულ მგრძნობირე თემების შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და პირიქით, რა საფრთხეებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ თემების უგულებელყოფამ ან/და მათი არასწორი ფორმით გაშუქებამ.
📍ასოციაცია “ჰერა XXI” მუდმივად ახორციელებს სქესობრივი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მედიის წარმომადგენლების უნარების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ წინაპირობაა იმის, რომ საზოგადოებას მეტი საინტერესო, ობიექტური და კვალიფიციური ინფორმაცია მიეწოდებათ აღნიშნულ საკითხებზე.
ასოციაცია “ჰერა XXI” მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის.