„ჰერა XXI“-ის საგანმანათლებლო შეხვედრა „გოგონათა კლუბთან“

8 თებერვალს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა მორიგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილ „გოგონათა კლუბის“ წევრებთან. შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის ასაკის გოგონების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთლობის საკითხებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დაეხმარება მათ ჯანსაღ აზროვნებაში და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

🔸მოზარდებისთვის შეხვედრა  საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ორგანიზაციის ექიმ-რეპროდუქტოლოგის, ისე ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერის მოსმენა.
🔸შეხვედრაზე გოგონებს მივაწოდეთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, გარდატეხის ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ პროცესებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ადრეული ქორწინებისა და ორსულობის საფრთხეებზე და ა.შ. – ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
🔸გარდა ამისა, ისინი გაეცნენ ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის მუშაობასა და ახალგაზრდულ აქტივობებს. რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი შემოუერთდეს ჩვენს მოხალისეთა გუნდს და აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობაში.
🔸იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში ”გოგონათა კლუბი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”ჰერა XXI”-თან.