ჩვენ ვისწრაფით ისეთი დემოკრატიული და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობისკენ, სადაც თითოეულ ადამიანს ხელი მიუწვდება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ განათლებასა და მაღალხარისხიან სერვისებზე, სადაც თითოეული ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული უფლება რეალიზებულია.
ასოციაცის „ჰერა XXI“ ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას: სრულფასოვანი სექსუალური განათლების უზურუნველყოფით, მაღალ ხარისხიანი სერვისების მიწოდებით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ადვოკატირებით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
ქვეყანაში SRHR – მიმართ პოლიტიკური სოციალური და ეკონომიკური გარემო გაუმჯობესებელია ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებით.
შედეგი 1
მთავრობის წარმომადგენელთა მზაობის გაზრდა SRHR – თან მიმართებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
შედეგი 2
თემის ლიდერთა უნარების გაძლიერება SRHR – თან დაკავშირებული ადვოკატირებისათვის.
საქართველოში ახალგაზრების უმეტესობას აქვს ცოდნა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, აკეთებს თავისუფალ არჩევანს და თავისი უფლებების რეალიზებას.
შედეგი 1
SRHR -ზე ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა და მათთვის სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
შედეგი 2
ახალგაზრდული აქტივიზმის გაძლიერება და მოტივირებული ახალგაზრდების ჩართვა SRHR – თან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
საქართველოს მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების მეტ ნაწილს ხელი მიუწვდება უფლებებზე დაფუძნებულ სრჯუ-ის სერვისებზე.
შედეგი 1
მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის უფლებრივად დაცული, პაციენტზე ორიენტირებული SRHR სერვისების უზრუნველყოფა.
შედეგი 2
ორგანიზაციის პარტნიორი კლინიკების მიერ მიწოდებული SRHR სერვისები არის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი;
ასოციაცია ჰერა XXI არის ფინანსურად მდგრადი და უზრუნველყოფს ძლიერ მოხალისე აქტივისტებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას.
შედეგი 1
ორგანიზაციის მოხალისეთა მოძრაობის გაზრდა, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლიდერების გაძლიერებით;
შედეგი 2
ასოციაცია “ჰერა XXI”-ის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად რესურს მობილიზაციასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერება.