შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე!

1 დეკემბერს ფაბრიკაში, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

გამოფენაში, საქართველოს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ასოციაცია “ჰერა  XXI”-მა. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა დამთვალიერებელს გადასცეს სიმბოლურ საჩუქრები – ჭიქები და სამკერდეები – წარწერით: “დაასრულე სტიგმა შიდსის მიმართ”.
“ჰერა XXI”-ის სტენდი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები დამთვალიერებლებს უამბობდნენ ორგანიზაციის საქმიანობისა და ჩვენს მიერ განხორციელებული იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც ეხება აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციას.