ყველაფერი რაც უნდა იცოდე მენსტრუაციის შესახებ
მენსტრუაცია
მენსტრუაციის დაწყების საშუალო ასაკი 12 წელია, მაგრამ გოგონათა უმეტესობას 8-დან 17 წლამდე ეწყება.
ყოველთვიურად ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა, რასაც ოვულაცია ეწოდება. იმ შემთხვევაში თუ არ ხდება სპერმით კვერცხუჯრედის განაყოფიერება იწყება მენსტრუაცია. პერიოდი, როგორც წესი გრძელდება სამიდან რვა დღემდე.
მენსტრუაციული ციკლი
მენსტრუაციული ციკლი იწყება იმ დღეს, როდესაც იწყება პერიოდი და გრძელდება იქამდე, სანამ განმეორებით არ დაიწყება მენსტრუაცია. მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ არის 28 დღე, მაგრამ შესაძლებელია მითითებულ პერიოდზე ხანგრძლივი ან მოკლე იყოს (21-35 დღე).
როდესაც ადამიანები საუბრობენ პერიოდზე-ისინი ჩვეულებრივ გულისხმობენ სისხლდენას, რომელიც მენსტრუალური ციკლის ხილული ნაწილია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია მთელ პროცესში, რასაც გადის სხეული ყოველთვიურად, რათა მოემზადოს ორსულობისთვის.
ოვულაცია
ქალის საკვერცხე გამოდევნის კვერცხუჯრედს ბოლო მენსტრუალური პერიოდის საწყისი დღიდან 14 დღის შუალედში. კვერცხუჯრედი გადის ფალოპის მილებს, რომელიც აკავშირებს საკვერცხეებს საშვილოსნოსთან. ფალოპის მილში მომწიფებული კვერცხუჯრედი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში რჩება.
რამდენად ხშირად გავაქვს მენსტრუაცია
უმეტესობას მენსტრუაცია აქვს ყოველ ოთხიდან ხუთ კვირაში. თქვენ შეგიძლიათ მისი აღრიცხვა სხვადასხვა ონლაინ შესაბამისი პროგრამით. ზოგიერთ ადამიანს აქვს რეგულარულად და შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ როდის დაიწყება მათი შემდეგი მენსტრუაცია. ზოგიერთს აქვს არარეგულარული ციკლი, რაც ნიშნავს, რომ მათ უჭირს განსაზღვრონ, როდის დაიწყება მათი პერიოდი.
ასევე სავსებით ჩვეულებრივია, როდესაც მენარქეს (პირველი მესტრუალური ციკლი) შემდეგ, გოგონების ციკლი არარეგულარული ხასიათისაა,ის ასაკის მატებასთან ერთად რეგულირდება.
მენსტრუაციული სისხლი
მენსტრუაციული სისხლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის ვარდისფერიდან წითლამდე და ყავისფრამდე. შეიძლება იყოს საკმაოდ სქელი, ან კიდევ თხევადი. ეს ყველაფერი ნორმალურია და თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სისხლიანი გამონადენი განსხვავდება პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს. არ გაგიკვირდეთ შედედებული სისხლის ნახვაც-ეს ასევე ნორმალურია და არაფერია სადარდებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან ბევრია.
მესნტრუაციის დროს სისხლიანი გამონადენი შეიძლება სულ დაახლოებით ხუთი მაგიდის კოვზის რაოდენობის ან 50-90 მლ იყოს-თუმცა გვგონია, რომ ეს უფრო მეტია!
როდესაც გაქვთ მენსტრუაცია ნორმალურია, რომ სისხლდენა გქონდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ შეწყდეს რამდენიმე საათით. არ არის გამორიცხული, რომ სისხლდენა შეწყდეს მთელი ღამის განმავლობაშიც. ზოგჯერ შესაძლოა იფიქროთ, ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შემდეგ არის კიდევ ერთი ტალღა.
ზოგჯერ თქვენი პერიოდი შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი, ვიდრე ნორმალურად. ბევრმა რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა, რამდენად მსუბუქი და მძიმეა პერიოდი, ასე რომ არ ინერვიულოთ, თუ შეიცვლება ციკლიდან ციკლამდე. თუ თქვენ გაქვთ ტკივილები მენსტრუაციის დროს, მიმართეთ ექიმს და მიიღეთ რჩევა.
პერიოდის გვერდითი მოვლენები
თქვენი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინება არის პრე-მენსტრუალური სინდრომი ან დაძაბულობა (PMS, PMT) თქვენ პმს-ის სიმპტომები შეიძლება გაგიჩნდეთ ორი კვირით ადრე, სანამ მენსტრუაცია დაიწყება. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს პმს, მაგრამ ითვლება, რომ ეს მენსტრუალური ციკლით გამოწვეული ჰორმონის დონის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
პმს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიმპტომი:
ფიზიკური
- მკერდის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- ლაქები
- მუცლის ტკივილი
- დიარეა ან ყაბაზობა
ემოციური
- ხასიათის ცვლილება
- გაღიზიანებადობა
- კონცენტრირების სირთულე
- შფოთვა
თქვენ შეიძლება გქონდეთ არც ერთი ან ყველა ეს სიმპტომი. ზოგჯერ ეს სიმპტომები გრძელდება პერიოდის განმავლობაში, ან შეიძლება გაქრეს როდესაც სისხლდენა იწყება.
მენსტრუაციისთვის განკუთვნილი პროდუქტები
ტამპონები
ტამპონები არის ბამბის პატარა მილები, ერთ ბოლოში აქვს ძაფი, რომლითაც შეგიძლიათ მოიშოროთ გამოყენების შემდეგ. ტამპონი შედის თქვენს საშოში, შეიძლება რთული იყოს იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ტამპონი თავიდან, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად მარტივდება. ტამპონები საშოში მოთავსების შემდეგ არ ჩანს და მათი პატარა ზომა ნიშნავს, რომ ადვილად შეიანახავთ ჩანთაში.
ჰიგიენური საფენები
ჰიგიენური საფენები დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ადვილად იწოვს სითხეს. როგორც ტამპონები ისინი განსხვავდებიან იმის მიხედვით რამდენად მეტი ან ნაკლები სისხლიანი გამონადენი გაქვთ.
ჰიგიენური საფენების გამოყენება შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ტამპონების, მაგრამ შეიძლება მოხდეს სისხლიანი გამონადენის გაჟონვა თუ გამონადენი ბევრია. ასე რომ დარწმუნდით, რომ რეგულარულად იცვლით. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიგიენური საფენი, როცა ცურვაზე მიდიხართ.
მენსტრუალური ჭიქები
მენსტრუალური ჭიქები არის პატარა კონტეინერები, რომლებიც დამზადებულია მოქნილი მასალისგან, როგორიცაა რეზინი და სილიკონი, რომელიც ტამპონის მსგავსად თავსდება საშოში, რათა სისხლი შეაჩეროს. ტამპონებისგან განსხვავებით, მისი გამოყენება შეგიძლიათ მრავალჯერადად, უბრალოდ ჭიქა დაცალეთ სისხლისგან, გარეცხეთ და ხელახლა მოითავსეთ საშოში.
ის არის კარგი ეკოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები, რომლებიც იყენებენ მას ხელს უწყობენ ჯანსაღი გარემოს არსებობას. მაგრამ მეორე მხირვ მათი გამოყენება რთულია საზოგადოებრივ ტუალეტში მათი გარეცხვის თვალსაზრისით.
მენოპაუზა
რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ, თქვენი მენსტრუაცია გახდება არარეგულარული, შემდეგ კი შეჩერდება. ამას უწოდებენ მენოპაუზას, როგორც წესი იწყება 40-45 წლიდან, თუმცა იშვიათ შემთხვევაში უფრო ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება მოხდეს.