Search
Close this search box.

“ქალის ორგანიზმის განვითარების ძირითადი ეტაპები”

“ქალის ორგანიზმის განვითარების ძირითადი ეტაპები”

 “ქალის ორგანიზმის განვითარების ძირითადი ეტაპები”

ორგანიზმის განვითარების -ონტოგენეზის პერიოდში გამოყოფენ 2 ძირითად ფაზას: პრენატალური, როდესაც ორგანიზმი ყალიბდება, იზრდება და ვითარდება დედის მუცელში და პოსტნატალური, როდესაც ახალშობილის ორგანიზმი ზრდა-განვითარებას განაგრძობს დედის ორგანიზმის გარეშე. ამ ორ ფაზას შორის გარდამავალ პერიოდს ნაყოფის დაბადება წარმოადგენს


რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირების თავისებურებების მიხედვით ქალის ცხოვრება რამდენიმე ეტაპად იყოფა:
ახალშობილობის პერიოდი, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ დედის ჰორმონალური ფონის ზეგავლენას განიცდის. ამის მაგალითია სარძევე ჯირკვლების გადიდება და სისხლიანი გამონადენი საშოდან ახალშობილ გოგონებში, სიცოცხლის პირველ დღეებში.
სქესობრივი მომწიფების პერიოდი ახალშობილობის დამთავრებიდან სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე. მართალია გოგონა იზრდება სიმაღლეში, იმატებს მისი სასქესო ორგანოების ზომა, ამ პერიოდს მაინც ნეიტრალურს უწოდებენ რადგან რეპროდუქციული სისტემა არ არის აქტიური.
სქესობრივი მომწიფების ანუ პუბერტატული პერიოდი, ხასიათდება ქალის სასქესო ჯირკვლების/საკვერცხეების ფუნქციონირების დაწყებით, რომელიც გულისხმობს როგორც სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ასევე კვერცხუჯრედების მომწიფებასა და გამოყოფას. სქესობრივი მომწიფების პერიოდი იწყება 8-10 წლის ასაკში და საშუალოდ 6 წელი გრძელდება. მისი დაწყების ტემპები ინდივიდუალურია, თუმცა ნორმალური ვარიაციების ზღვრები დადგენილია.
რეპროდუქციული პერიოდი, როდესაც ქალს შესწევს ნაყოფიერების უნარი, ეს პერიოდი საშუალოდ მოიცავს 15-49 წლამდე ასაკობრივ ინტერვალს, თუმცა შესაძლებებლია ქალი 15 წლამდე ან 49 წლის შემდეგაც დაორსულდეს. დადგენილია, რომ როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებული ორსულობა საშიშია ქალის ორგანიზმისთვის. ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად კი მიჩნეულია 20 დან 34 წლამდე ასაკობრივი ინტერვალი.
მენოპაუზა ანუ კლიმაქსის პერიოდი, ეს არის მენსტრუაციის შეწყვეტის შემდგომი პერიოდი, მცირდება საკვერცხეების აქტივობა და შესაბამისად ვლინდება ჰორმონალური დეფიციტი- რაც შესაძლებელია გამოვლინდეს პათოლოგიური კლიმაქსის, ასევე სხვადასხვა დაავადების გამწვავების სახით. მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია და განპირობებულია როგორც გენეტიკური ფქტორით, ასევე ორგანიზმის თავისებურებებით და გარემო პირობებით.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ჯანმრთელი ქალის ორგანიზმი ცხოვრების მანძილზე ფუნქციონირების მხრივ გადის 4 ეტაპს: სქესობრივი მომწიფების, სიმწიფის, სტაბილიზაციის და ინვოლუციის პერიოდებს.

არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868