ურთიერთობები ჩვენს ცხოვრებაში
ინტერპერსონალური ურთიერთობები – ეს არის ორ ადამიანს შორის სოციალური კავშირის დამყარება. ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია შეავსოს ემოციური, სოციალური, ფიზიკური, ინტელექტუალური და ეკონომიკური მოთხოვნები. საზოგადოებაში ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უამრავი გასხვავებული ურთიერთობა: ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, პარტნიორთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან, მეზობლებთან და ა.შ.
მეგობრობა არის ინტერპერსონალური ურთიერთობების ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი სახე. გარკვეული პერსონალური ურთიერთობები გვეხმარება ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო პატივისცემის გამომხატველი და მეგობრული. ესენია:
● ემპათიის უნარი, სხვა ადამიანების უფლებებისა და ღირსების პატივისცემა;
● საერთო ინტერესები და მოლოდინები კონკრეტული ურთიერთობისგან;
● კარგი საკომუნიკაციო უნარების ქონა;
● დათმობის უნარი;
● ყურადღება და მზრუნველობა და სხვ.
თუმცა, ყველა სახის ურთიერთობას თან ახლავს სირთულისა თუ იმედგაცრუების პერიოდები. რთული ურთიერთობების ნიშნებია:
● ერთმანეთის ღირსებისა და პატივისცემის დისბალანსი;
● მარტოობა და იზოლაციის გრძნობა;
● საერთო ღირებულებებისა და ინტერესების არქონა;
● ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ძალადობის მუქარა და სხვ.
ურთიერთობებსა და კომუნიკაციაზე ზეგავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი. მაგ. საკუთარი აზრის სხვებისთვის გასაგებად გამოხატვისა და სხვისი ნათქვამის გაგების უნარები. ეს გვეხმარება განვავითაროთ ისეთი ურთიერთობები, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე იქნება დამყარებული; გვეხმარება პრობლემის მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე მოგვარებაში; ასევე, საკუთარი თავისა და ურთიერთობის ობიექტურად შეფასებაში.
საინტერესოა ისიც, რომ ადამინებს აქვთ კომუნიკაციის განსხვავებული უნარები და სტილი. განსხვავებულია სხვადასხვა კულტურის სიტყვიერი თუ ქცევითი ურთიერთობის ფორმები. საკომუნიკაციო სტილი, ასევე, დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ და მის ბავშვობის დროინდელ გამოცდილებაზე.
ეფექტური საკომუნიკაციო უნარების სწავლა შესაძლებელია. პრაქტიკასთან ერთად ადამიანს შეუძლია სულ უფრო და უფრო უკეთესად დაამყაროს სხვადასხვა სახის ურთიერთობები. კომუნიკაცია ეფექტურად ითვლება მაშინ, თუ შეტყობინება, რომელიც მთქმელს სურს გადასცეს ემთხვევა შეტყობინებას, რომელსაც ადრესატი იღებს. ნებისმიერ სიტუაციაში, კარგი კომუნიკაციის დასამყარებლად ერთ-ერთი აუცილებელი გზაა ადრესატის კარგად მოსმენა და პატივისცემა. როდესაც უსმენ, ეს გეხმარება:
● გაუგო ადამიანს (ადამიანებს);
● თქვა ისეთი რამ, რაც გაამხნევებს მოსაუბრეს. მაგ. „მესმის რასაც ამბობ“, „მართალია“.
● დაამყარო არავერბალური კონტაქტი, მაგ. თვალებით.
● გამოხატო პოზიტიური არა
ვერბალური ჟესტი, მაგ. ღიმილი, თავის დაკვრა, მხარზე ხელის დადება და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ურთიერთობები მოიცავს როგორც ყველაზე კარგ, ასევე, ყველაზე ცუდ გამოცდილებებს, ადამიანთა უმრავლესობისთვის ინტერპერსონალური ურთიერთობების ქონა არის მათი ბედნიერების შემადგენელი ნაწილი.
წყარო: არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868