უახლესი სტატისტიკური მონაცემები აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

❖ საქსტატის უახლესი მონაცემების მიხედვით საქართველოში 1989 წლიდან (აივ ინფექცია/შიდსის პირველი დაფიქსირებიდან) დღემდე 7000-მდე შიდსის შემთხევაა დაფიქსირებული.

❖ 1989 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი შიდსის შემთხვევა 2016 და 2015 წლებში დაფიქსირდა, 719 და 717 ადამიანი.
❖ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ოფიციალურად 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზარდება.
❖ აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად დაფიქსირებული შიდსის შემთხვევების რაოდენობა ძირითადად მზარდია. თუმცა, 2010 წლიდან დღემდე იკლებს აივ ინფექცია-შიდსის შემთხვევები ქალებში.
მაგ. 2010 წელს გამოვლენილი შემთხვევებიდან, ინფიცირებულთა 29% იყო ქალი, 2013 წელს – 25%, 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 22%-მდე შემცირდა.
❖ აივისა და შიდსის გეოგრაფიული გადანაწილება საქართველოს რეგიონებს შორის ასეთია: ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო და იმერეთი. ყველაზე ნაკლები შიდსის შემთხვევა დაფიქსირებულია რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში.
❖ გადაცემის გზებს შორის ყველაზე მეტად ყურადსაღებია ჰეტეროსექსუალური კონტაქტი და ინექციული ნარკომანია, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 43-44%-ია. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჰომოსექსულური თუ ბისექსულური სქესობრივი კავშირები, რომელიც ფიქსირებულ შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში გამხდარა აივ-ით ინფიცირების მიზეზი.
წყარო: საქსტატი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; aidscenter.ge