Search
Close this search box.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სექსუალური აქტივობის შედეგად ადამიანმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. შემთხვევითი, დაუგეგმავი სექსუალური ურთიერთობები არც თუ იშვიათად სგგი-ს გავრცელებითა და არასასურველი ორსულობით მთავრდება.

სგგი ეწოდება ისეთ ინფექციებს, რომლებიც ვრცელდება სქესობრივი კავშირის დროს. მისი გამომწვევი სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებია, რომლებიც ორგანიზმიდან ორგანიზმში შეიძლება გადავიდეს ვაგინალური, ანალური ან ორალური კავშირების შედეგად.

ყველაზე გავრცელებული სსგ ინფექციები/დაავადებებია:

აივ-ინფექცია/შიდსი.

ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის გამომწვევია მიზეზია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც აზიანებს იმუნური სისტემის ერთ-ერთ ჯაჭვს – სისხლის უჯრედებს. შესაბამისად, მთელი იმუნური დაცვის ჯაჭვი წყდება. ორგანიზმში წყდება ნებისმიერ ინფექციურ აგენტთან წინააღმდეგობა.

დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ფარულად 5 წლის მანძილზე. ამ პერიოდში ადამიანს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ინფექციის მატარებელია.

აივ-ინფექციის გადაცემის გზებია: ინტიმური კონტაქტი (სისხლი და სპერმა), არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები (შპრიცი, ნემსი, კათეტერი და ა.შ.). ინფექცია ასევე გადადის დედიდან შვილზე მშობიარობის და/ან ძუძუთი კვების დროს.

რისკ-ჯგუფებია: ახალგაზრდები, ნარკოტიკის მომხმარებლები, მსმ კაცები და ა.შ.

გონორეა.

მისი გამომწვევი არის გონოკოკი. დაავადების მიმდინარეობის ფარული ფაზა სამი დღეა.

სიმპტომები: ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდვისას, მოყვითალო-მოთეთრო ფერის ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოდან.

სიფილისი.

დაავადების განვითარება იწყება რამდენიმე უმტკივნეულო გამონაყარით.

დაავადების ფარულად მიმდინარეობის პერიოდია 1-3 კვირა.

1-ლი სტადიისთვის დამახასიათებელია წყლულოვანი გამონაყარი საკონტაქტო ადგილას და ლიმფური კვანძების გადიდება. მე-2 სტადია ხასიათდება გამონაყარით, რომლის თავისთავადი ალაგდების შემდეგ სიფილისი გადადის მე-3 სტადიაში, რომელიც უკვე შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევს. მე-4 სტადიაში კი ზიანდება ნერვული სისტემა.

1-ელ და მე-2 სტადიაში სიფილისი იკურნება გართულებების გარეშე. მე-3 სტადიაში რთულდება ქრონიკული დაავადებებით. მე-4 სტადიაში სიფილისი აღარ იკურნება და იწვევს განსაკუთრებულ საჭიროებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ტრიქომონიაზი.

აღნიშნულ დაავადებას იწვევს უმარტივესი ტრიქომონადები.

სიმპტომები: ქალებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ მოყვითალო ან მომწვანო ვაგინალური გამონადენი მძაფრი სუნით, მამაკაცების შემთხვევაში კი წვის შეგრძნება შარდვისას.

გადაცემის გზებია სქესობრვი და საყოფაცხოვრებო (მაგ. დაგუბებულ წყალში ბანაობა).

ქლამიდიოზი.

დაავადების გამომწვევია უჯრედშიდა მიკროორგანიზმები. დღესდღეობით ცნობილია ქლამიდიოზის ხუთი სახეობა. მათგან 3 გადაეცემა სქესობრივი გზით, ორი კი საყოფაცხოვრებო კონტაქტით.

ქლამიდიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი უშვილობაა, თუმცა, მისი განკურნება შესაძლებელია.

სსგ ინფექიების დიდი ნაწილი განკურნებადია. შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში სრულიად განკურნება, გეგმიური პროფილაქტიკის შემთხვევაში კი განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილება მარტივადაა შესაძლებელი.

სწირედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სქესობრივად აქტიურმა ადამიანმა შეძლოს შესაძლო რისკების მაქსიმალურად შემცირება. ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა ჩავიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები; გავიკეთოთ აცრა; გამოვიყენოთ კონდომი (პრეზერვატივი) და ა.შ.