სექსუალური ძალადობა

 

ძალადობა მაშინ ვლინდება, როცა ადამიანი სხვისი ზემოქმედებით აკეთების იმას, რასაც იგი საკუთარი ნებით არ გააკეთებდა. სექსუალური ძალადობა კი გულისხმობს, რომ ადამიანი სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხირდან გამოიყენება მათი სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სექსუალური ძალადობის ფორმებია:
● გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა;
● ძალადობრივად თავს მოხვეული სექსუალური შინაარსის წინადადება;
● იძულებითი თანაცხოვრება;
● სექსუალური ექსპლუატაცია;
● კონტრაფეფციული საშუალებების გამოყენების აკრძალვა;
● აბორტის იძულება.

როცა სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ადამიანებით ვაჭრობის, ე.წ. ტრეფიკინგის შემთხვევებს. იგი ყველაზე ხშირად ვლინდება სწორედ სექსუალურ ექსპლუატაციაში. სრულიად შესაძლებელია კომერციული მიზნებით ადამინას იძულებით ჩართვა პროსტიტუციაში. ტრეფიკინგი, ასევე, მოიცავს იძულებით ქორწინებას ან სხეულიდან სხვადასხვა ორგანოების ამოღებას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სექსუალური ძალადობის რისკ-ფაქტორებია:
● სიღარიბე;
● პროსტიტუცია;
● ერთდროულად ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლა;
● ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკების მოხმარება;
● ახალგაზრდა ასაკი.
● განათლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების
არსებობა;
● სექსუალური ძალადობის გამოცდილება.

აღსანიშნავია რომ სექსუალური სახის ძალადობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-17 საუკუნეში, ჰამურაბის კანონებში განსაზღვრული იყო, რომ ბაბილონში გაუპატიურება სიკვდილით ისჯებოდა.