სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა UPR -ის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების მიმოიხილა

ასოციაცია ”ჰერა-XXI” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად (,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ’, ,,თანადგომა”, ,,იდენტობა”-თან ) აქტიურად აგრძელებს საადვოკაციო აქტივობებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review) ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულებისა და მათი დროული და სათანადო ასახვისათვის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში.

ამ ამოცანის ფარგლებში 2016 წლის 11-12 ივლისს, ყაზბეგში, სასტუმრო Rooms- ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, განათლების და მეცნიერების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ადამიანის უფლებათა სამდივნოს, პროკურატურისა და ომბუდსმენის წამომადგენლების ჩართულობით.

შეხვედრის მთავარი მიზანს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფოს მიერ UPR -ის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების მიმოხილვა, მათი შესრულებისათვის მზაობა და სამომავლო საქმიანობის შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა.