Search
Close this search box.

რა უნდა ვიცოდეთ ?! ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მენსტრუაციის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ?! ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მენსტრუაციის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ?! ყველაზე ხშირად დასმული კითხვები მენსტრუაციის შესახებ

ფაქტები მენსტრუაციის შესახებ

ყველა ჩემს მეგობარს დაეწყო მენსტრუალური ციკლი ჩემს გარდა. რამე მჭირს?!

მენსტრუალური ციკლი შეიძლება დაიწყოს 8-დან 17 წლამდე ნებისმიერ ასაკში. ყველაზე ხშირად მენარქე(პირველი მესტრუალური ციკლი) იწყება 10-დან 14 წლამდე. თუმცა ეს ინდივიდუალურია, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულად ვითარდება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება დაორსულდეთ იქამდე, სანამ პირველი მენსტრუალური ციკლი გექნებათ.

დაიწყო მენსტრუალური ციკლი და არ ვიცი რა გავაკეთო ?!

ნუ ღელავთ!ეს ყველა ქალისთვის ბიოლოგიური დამახასიათებელი მოვლენაა. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ ჰიგიენური საფენი ან ტამპონი. მათი ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქსა და სუპერმარკეტში.

საშიშია თუ არა ტამპონის გამოყენება?!

არა,სწორად შერჩეული ტამპონი, მისი გამოყენებისას ინსტრუქციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა ამცირებს ტამპონის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკ ფაქტორებს.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიცვალო ტამპონი?

მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ტამპონი, რომელიც შეიწოვს იმ რაოდენობით გამონადენს რომელიც თქვენთვის არის დამახასიათებელი. თუ თქვენი ტამპონიდან გამონადენი გარეთ გამოაღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ძალიან დიდხანს დატოვეთ, ან უფრო მაღალი სითხის შეწოვის ტამპონი გჭირდებათ. თუ თქვენ მარტივად ვერ გამოიღებთ საშოდან ტამპონს ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ არ გაჟღენთილა და შგიძლიათ დატოვოთ კიდევ ცოტა ხნით. თუ თქვენი ტამპონის საშოდან გამოღება გაგიჭირდათ ოთხი-ექვსი საათის შემდეგ, მაშინ ამის შემდეგ გამოიყენეთ უფრო ნაკლები სითხის შეწოვის ტამპონი.უსაფრთხოა ტამპონის გამოყენება ღამით, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი შეცვლა დილით, როგორც კი გაიღვიძებთ.

რა უნდა გავაკეთო თუ ხელი არ მიმიწვდება მენსტრუალური ციკლისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე?

პერიოდის პროდუქტები შეიძლება იყოს ძვირი, განსაკუთრებით მაშინ თუ მისი ყიდვა გვჭირდება ყოველთვიურად. თუ ვერ შეძლებთ ამ პროდუქტების ყიდვას, რამდენიმე გზას შეგიძლიათ მიმართოთ:

  • გაესაუბრეთ თქვენს სკოლაში ექიმს, შესაძლებელია მან შეძლოს უფასოდ ამ საშუიალებების მოწოდება;
  • მოიძიეთ თუ არის რომელიმე ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც მოგამარაგებთ უფასო პროდუქტებით;
  • გამოიყენეთ მენსტრუალური ჭიქა, რომლის გარეცხვა და ხელახლა გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაში შეგიძლიათ.

მე მაწუხებს ტკივილი პერიოდამდე და მის დროს. რა უნდა გავაკეთო?!

სამწუხაროდ უამრავი ადამიანი განიცდის ტკივილს მუცლის არეში პერიოდის დროს.ეს გამოწვეულია საშვილოსნოს კუნთების შკუმშვით. ზოგიერთ ადამიანს აქვს ასევე წელის ტკივილიც.

ამ დროს დაგეხმარებათ ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, ციტრამონი/ იბუპროფენი/ნოშპა).მნიშვნელოვანია დაიცავით ინსტრუქციები, თუ რამდენი ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ზოგი ადამიანი ტკივილის გაყუჩების მიზნით ცხელ აბაზანას ან მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას(სეინრობა) მიმართავს.

თუ ტკივილი პერიოდანმდე და პერიოდის შემდეგ მუდმივად გაქვთ და არ მცირდება ტკივილგამაყუჩებლების თუ სხვა ხელშემწყობი აქტივობების შედეგად სასურველია მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტირება.

როგორ მოქმედებს კონტრაცეფცია ჩემს მენსტრუალურ ციკლზე?

ზოგიერთმა კონტრაცეფციის მეთოდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე, გახადოს ის რეგულარული, მსუბუქი ან საერთოდ შეაჩეროს. ქვემოთ განვიხილავთ კონტრაცეფციის მეთოდებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე:

–პროგესტაგენული აბები (POP): თქვენი პერიოდი შეიძლება გახდეს არარეგულირებადი. იშვიათად შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი ან საერთოდ შეჩერდეს. თქვენ პერიოდებს შორის შეიძლება გქონდეთ სისხლდენაც, ეს არ არის საშიში და შესაძლოა მოგვარდეს. POP აბები ასევე დაგეხმარებათ მტკივნეული პერიოდების და პრემენსტრუალური სიმპტომების გადალახვაში.

-IUD (საშვილოსნოს შიგა საშუალება/სპირალი): თქვენ შეიძლება გქონდეთ არარეგულირებადი სისხლდენა სპირალის ჩადგმიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.

-კონტრაცეფციული პლასტირი: როდესაც არ გამოიყენებთ მას, იმ კვირას შეიძლება გქონდეთ სისხლდენა. იგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს შვიდდღიანი შესვენებისას.

-იმპლანტი: შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენა, თქვენი მენსტრუალური ციკლიც შეიძლება გახდეს არარეგულარული, შეიძლება უფრო მეტად გაგიგრძელდეთ ან საერთოდ შეჩერდეს. ეს ჩვეულებრივ სრულდება კონტრაცეფციული იმპლანტის გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ.

– ინექცია: შეიძლება გამოიწვიოს არარეგულირებადი სისხლდენა, შეიძლება უფრო მეტად გაგიგრძელდეს მენსტრუალური ციკლი ან საერთოდ შეჩერდეს.

-კონტრაცეფციული რგოლი: გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე კვირას კონტრაცეპტულ რგოლს აღარ გამოიყენებთ, შეიძლება სისხლდენა დაგეწყოთ.

კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენებისას ჰორმონული ცვლილებების გამო პირველ თვეებში შეიძლება გვქონდეს გამონადენი ან მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა. ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს დაახლოებით სამი თვის შემდეგ. მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ, სისხლდენა გამოწვეული ხომ არ არის, რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით.

მე მაქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა, რა შეიძლება გავაკეთო?

თუ თქვენი სისხლდენა ძლიერია, მაშინ შეიძლება მოგიწიოთ მაღალი შეწოვის უნარის მქონე ჰიგიენური საფენების ან ტამპონების გამოყენება. მაგალითად, თუ იყენებთ საშუალო ზომის ტამპონს და ჰიგიენურ საფენს, თქვენ უნდა სცადოთ მისი ჩანაცვლება დიდი ზომით. ზოგიერთი ქალი ერთდროულად იყენებს, როგორც ტამპონს ასევე ჰიგიენურ საფენს ეს დამატებითი გარანტიაა სიმშვიდისთვის.

ჩემი მენსტრუალური ციკლი არარეგულირებადია, რა შეიძლება გავაკეთო?

უამრავი მიზეზი არსებობს რატომაც შეიძლება იყოს თქვენი მენსტრუალური ციკლი არარეგულირებადი. წონაში კლებამ ან მომატებამ, სტრესმა და ბევრმა ვარჯიშმა შეიძლება გახადოს ნაკლებად რეგულარული.

თუ თქვენი არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, რათა მიიღოთ მისი რჩევა. თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდ გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლზე.

უსაფრთხოა სექსი მენსტრუაციის დროს?!

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სავსებით უსაფრთხოა სექსუალური ურთიერთობა თქვენი პერიოდის დროს, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ დაფეხმძიმდეთ! ამიტომაც გამოიყენეთ კონტრაცეპტივები, თუ არ გსურთ დაფეხმძიმება, ასევე გამოიყენეთ კონდომი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდასაცავად.

ჩემი წინა პერიოდი გამოვტოვე, შეიძლება ვიყო ფეხმძიმედ?

ეს დამოკიდებულია იმაზე გქონდათ თუ არა დაუცველი სექსი, თუ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაუცველი სექსი გქონდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია.

თუ დაუცველი სექსი გქონდათ ხუთზე მეტი დღის წინ და თქვენი პერიოდიც იგვიანებს მაშინ ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი.

თუ თქვენ არ გქონიათ დაუცველი სექსი მაშინ თქვენმა პერიოდმა შეიძლება დაიგვიანოს სხვადასხვა მიზეზის გამო. მენსტრუალური ციკლი შეიძლება შეიცვალოს თვიდან თვემდე. საკვების ცვლილება, ავად გახდომა, მოგზაურობა და სტრესი არის მხოლოდ ის რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება განაპირობოს პერიოდის დაგვიანება.

მე ვფიქრობდი, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ კიდევ მაქვს პერიოდი?!

ორსულ ქალებს არ აქვთ პერიოდი. მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პერიოდი ხანმოკლეა და ჩვეულებრივზე ცოტა სისხლიანი გამონადენი გაქვთ ეს შეიძლება იყოს ორსულობის ნიშანი. ზოგიერთ ქალს სისხლდენა ოვულაციის შემდეგ 6-დან 12 დღის შუალედში აქვს და ჰგონიათ, რომ ფეხმძიმედ არ არიან. ორსულობის დადგენა შეიძლება ორსულობის ტესტის ჩატარებით.