რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ?
როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან? რას მოიცავს სარისკო ქცევა? წარმოვადგენ თუ არა რისკ ჯგუფს? როგორ მივხვდე რომ მაქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება?
ამ კითხვებთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პასუხებს მეან-გინეკოლოგ დიანა ჭანუყვაძისგან მივიღებთ.
ქალბატონო დიანა რას მოიცავს სარისკო ქცევა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კონტექსტში?
პირველ რიგში განვმარტოთ რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ესაა ნებიმიერი ისეთი დავაავადება რომელიც გადადის სქესობრივი გზით ეს იქნება სპერმის საშუალებით, ვაგინალური გამონადენის ან სისხლის საშუალებით. ეს მოიცავს დაახლოებით 30 დაავადებას რომლებსაც იწვევენ ინფექცია, ვირუსი პარაზიტი. ყველაზე ხშირი არის ქლამიდიოზი, სიფილისი ტრიხომონიაზი, შიდსი, ბე და ცე ჰეპატიტი და ა.შ რაც სეეხება სარისკო ქცევას ამ მხრივ, პირველ რიგში გეტყვით რომ რის კჯგუფში შედიან ძირითადად მოზარდები, ორსული ქალები, ადამიანები ვისაც ჰყავთ რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი, მამაკაცები და ქალები რომელთაც მათივე სქესის წარმომადგენლებთან აქვთ ურთიერთობა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის კვლევის მონაცემებით ჰომოსექსუალ პაციენტებში გამოვლინდა გონორეის განვითარება სწორ ნაწილავში და ხახაში, ეს ნიშნავს რომ ნებისმიერი სახის სქესობრივი კონტაქტის დროს შეიძლება მოხდეს დაინფიცირება სქესოვრივი გზით გადამდები დაავადებით, იქნება ეს ორალური, ანალური თუ ვაგინალური კონტაქტი.
ვინ წაროადგენს რისკ ჯგუფს ქალებში?
მოზარდი გოგონები, ორსულები, ვისაც რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს, ლეზბოსელები.
მამაკაცებში?
მამაკაცთა კატეგორიაში რისკ ჯგუფს წარმოადგენენ: ახალგაზრდა მამაკაცები, ვისაც რამოდენიმე სქესოვრივი პარტნიორი ჰყავს, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცები.
მოზარდებში?
სტატისტიკურად ყველაზე დიდი რაოდენობა 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის ვისაც აქვთ ან ჰქონიათ სგგ დაავადებები გვხვდება 15 დან 24 წლამდე, ეს იმიტომ ხდება, რომ ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ თუ როგორ დაიცვან თავი და ძალიან კარგი იქნებოდა ადრეული ასაკიდანვე ბავშვები იღებდნენ ამ მხრივ განათლებას, რადგან ისინი იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას და აუცილებელია ფლობდნენ ინფორმაციას თუ როგორ დაიცვან თავი და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
რა უნდა გაითვალისწინოს ადამინამა რომ სსგ დაავადებების გადადების რისკი შეამციროს?
პირველ რიგში თავი უნდა დაიცვას სექსუალური კავშირის მომენტში. ერთადერთი საშუალება რომელიც იცავს ადამიანს სგგი-სგან ესაა კონდომი, პრეზერვატივი, რომელიც უნდა იყოს ლატექსის და უნდა იყოს ხარისხიანი- უნდა ეწეროს ხარისხის ნიშანი. რადგან უხარისხო პრეზერვატივმა შეიძლება ვერ დაიცვას ადამიანი დაავადებებისგან.სქესოვრივი კავშირის დაწყებიდან ბოლომდე ეს კონდომი უნდა იყოს გამოყენებული და მას აქვს შენახვისა და მოხმარების წესები რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა. ყოველი ახალი სექსუალური ურთიერთობის დროს ახლაი პრეზერვატივი უნდა იქნას გამოყენებული და არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კავშირთან გვაქვს საქმე ეს იქნება ანალური, ორალური თუ ვაგინალური უნდა იქნას გამოყენებული პრეზერვატივი. სქსობრივი გზით გადამდები დაავადებების გადადების რისკს ზრდის ასევე ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაც, რადგან მსგავსი ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ადამიანს დაქვეითებული აქვს განსჯის უნარი, რაც ზრდის სარისკო ქცევის განხორციელების შესაძლებლობას.
კონდომი არის ერთადერთი თავდაცვის საშუალება?
დიახ, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს, თუ ადამიანს ჰქონდა დაუცველი სექსუალური კავშირი უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არის წამალი, რომელსაც დალევს და სგგი გადადების რისკს შეამცირებს ან გაანულებს.ერთადერთი არის აცრა ბე ჰეპატიტზე და პაპილომა ვირუსზე რომლებიც კონკრეტულად აცრის შემდგომ ამ ვორუსებისგან გვიცავს.
არსებობს მედიკამენტი, რომელიც დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს პაციენტმა და ის მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან იცავს მას, ხოლო სქესობრივი ზგით გადამდები ინფექციებისგან დასაცავად მსგავსი მედიკამენტი არ არსებობს.
ქალბატონო დიანა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება პრეპზე, როგორც შიდსის პრევენციის ერთერთ მეთოდზე?
ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) მონაცემებით პრეპი (ტრუვადას სახელწოდებით) გამოიყენება მაღალი რისკის ადამიანებში ვინც ჯერ არ არის დაავადებული და იცავს თითქმის 99%-ით სქესობრივი გზით შედსის გადაცემისგან, ხოლო 74%-ით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში საერთო საინექციო ნემსის გამოყენების დროს გადაცემისას. აუცილებელია, რომ ყოველდღე იყოს მიღებული და 3 თვეში ერთხელ განახორციელოს ადამიანმა კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ის არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, ამიტომ ყოველი სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენებას ალტერნატივა არ გააჩნია.
სად შეიძლება, რომ პაციენტმა ინფორმაცია მიიღოს სქესობრივად გადამდები დაავადებების პრევენციის შესახებ?
არ მაქვს ინფორმაცია საქართველოში თუ არსებობს კონკრეტული ცენტრები გამოყოფილად სადაც ადამიანს კონკრეტულად ამ საკითხზე შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მაგრამ ნებისმიერ კლინიკაში გინეკოლოგებთან, ექიმ რეპროდუქტოლოგებთან, ვენეროლოგებთან შეიძლ;ება მივიდეს ნებიმიერი ადამიანი და გაიაროს კონსულტაცია ამ საკითხზე, რომ იყოს ინფორმირებული და დაცული. ნებისნიერ ადგილზე სადაც ეს ჩემოთვლილი სპეციალისტები არიან პაციენტს შეუძლია მიიღოს მომსახურება და ინფორმაცია.
რა სერვისებია ახალგახრდებისთვის ან ზრდასრულებისთვის ვისაც სქესობრივად გადამდები დაავადებები აქვთ? ან აქვთ ჩივილები და აინტერესებთ დაზუსტება?
ექიმი რომელთანაც მიდის კონსულტაციაზე პაციენტი მსგავსი ჩივილებით ან კითხვებით, ესაუბრება, გამოიკითხავს ანამნეზს, დასვამს კითხვებს პაციენტის სქესობრივი ცხოვრების შესახებ, რის შემდეგაც დგინდება კლინიკური სურათი, მაგალითად ხომ არ აქვს ჩივილები, ხომ არ აწუხებს საშოდან გამოანდენი, წვა, ქავილი, ტკივილი ან სხვა სიმპტომები. შემდგომ ტარდება ნაცხის ანალიზი, ანალიზები კეთდება კონკრეტულ ინფექციებზე, ტარდება სისხლის ანალიზი, ჰეპატიტებზე, შიდსზე და იმის მიხედვით თუ რა სახის დაავადება გამოიკვეთება ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. პაციენტს ვუწევთ რეკომენტაციას თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ იყოს დაცული და დაზღვეული ამ დაავადებებისგან.
საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ