ადვოკატირება

მიზნობრივი ჯგუფები:

1.ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

2.ადგილობრივი ხელისუფლება/მუნიციპალიტეტები

3.საზოგადოებრივი სექტორი

4.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

ასოციაცია ჰერა XXI-ის პრიორიტეტია სოციალური, ეკონომიკური, საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ:

ასოციაციის ინიციატივით და მხარდაჭერით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სახელწოდებით – „კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის“ რომელიც 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს.

ასოციაცია “ჰერა ოცდაერთი” იყენებს საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტებს CEDAW (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია), ICCPR (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი); UPR (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) და აქტიურად ადვოკატირებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის.

საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლების და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით 2015 წელს შეიქმნა ტელესტუდია სახელწოდებით „რეპრო სტუდია“, რომელიც ამზადებს სატელევიზიო გადაცემა „ალტერნატიულ აზრს“. გადაცემა გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის” ეთერით.