SELF ბანაკის მომავალ ლიდერ გოგონებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი

27, 28 და 29 ივლისს, მშოდობის კორპუსის და ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, Self ბანაკის მომავალ ლიდერებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი. ტრენინგების მიზანი იყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეული გოგონების გადამზადება და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

🔴მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებთან ერთად, გოგონებს საინფორმაციო სესიები ჩაუტარეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯუფის წევრებმა. გარდა ორგანიზაციის, მისი ახალგაზრდულ-მეგობრული სერვისებისა და „ჰერა XXI“-ში მოხალისეობის შესაძლებლობებისა, მონაწილეებმა განიხილეს Self Camp-ის ძირითადი თემატური საკითხები: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის დაგეგმვა, სსგი და ა.შ.

🔵Self-ბანაკის პირველი ნაკადი 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ქობულეთში, მეორე ნაკადი კი 9-13 სექტემბერს, რუსთავის სკაუტურ ცენტრში გაიმართება.