მშობელთა კამპანია „ისთ ფოინთში“

12 ნოემბერს, თბილისში მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერებს ამაღლების შესახებ კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე უამრავმა მშობელმა მოიყარა თავი „ჰერა XXI-ის“ სტენდთან.

 ვებ.გვერდისა და მობილური აპლიკაციის პრეზენტაციის გარდა, მშობლების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საინფორმაციო-გასართობი სახის მინი-ვიქტორინამ. ვიქტორინაში გამარჯვებულ მშობლებს საჩუქრად გადაეცათ forparents.ge-ს ბრენდირებული საჩუქრები: ჩანთები, ჭიქები, მაისურები, მანქანისა და მობილური ტელეფონის სტიკერები.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი ონლაინ პლატფორმა forparents.ge შეიქმნა მშობლებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შვილების ინფორმირება, ასაკზე მორგებული ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით.