კონფერენცია თემაზე: „ოჯახის დაგეგმვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა უფლებების რეალიზება“.

 

სამშაბათს, 20 დეკემბერს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ქ.ბორჯომში სასტუმრო“RIXOS,,- ში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ოჯახის დაგეგმვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა უფლებების რეალიზება“.

კონფერენციის ფარგლებში მოხდა 2015-2016 წელს განხორციელებული კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია სახელწოდებით: „აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობის და მზაობის შეფასება„.

კვლევა ჩატარდა 2015-2016 წლებში, კვლევის მიზანი იყო საქართველოში აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და მზაობის შეფასება, აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოხდა საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისების, მათ შორის აბორტის მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზაციის შეფასება. კვლევა განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა აბორტის სერვისის მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი ტიპის პრობლემები: სამედიცინო დაწესებულებების კეთილმოწყობის პრობლემა, პროტოკოლის მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემა, სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ხარისხის კონტროლის მექანიზმების არარსებობა, აბორტის სერვისის არასრულყოფილად მიწოდება, პაციენტთა უფლებების დარღვევა, აბორტის სერვისის ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, ქალთა დაბალი ინფორმირებულობა ოჯახის დაგეგმივის სერვისებთან დაკავშირებით.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა იმსჯელეს კვლევის ძირითად მიგნებებზე და შედეგებზე, რის საფუძვლადაც შეიმუშავეს სამომავლო რეკომენდაციები, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.