კიბერბულინგი და ბულინგი

კიბერბულინგი და ბულინგი

სამყარო მუდმივად ვითარდება და იხვეწება ყველა მიმართულებით. მაგალითად,
ტექნოლოგიები,რომლებზეც ახლა უკვე ყველაფერია
დამოკიდებული.მიუხედავად იმისა,რომ მას ბევრი სარგებელი მოაქვს,ასევე
არსებობს ბნელი მხარეებიც.
ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვსმენია კიბერბულინგისა ან ბულინგის
შესახებ.კიბერბულინგი სწორედ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
ჩადენილი ბულინგია,ანუ უფრო კონკეტულად რომ ვთქვათ, თუ ტიპიური
ბულინგის დროს ბულერი მსხვერპლს მხოლოდ დასცინის ან ემუქრება,
კიბერბულინგის დროს შეიძლება გამოქვეყნდეს თქვენი პირადი ინფორმაცია და
ეს მასალები გავრცელდეს თანხმობის გარეშე,რამაც შეიძლება, ასევე თქვენი
რეპუტაცია დააზიანოს.
თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ,ნათლად დავინახავთ,რომ აშშ-ში
თინეიჯერების 59% კიბერბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც
ყოფილა.საქართველოში კი სკოლის მოსწავლეების 27% აღიარებს ბულინგთან
დაკავშირებულ პირად გამოცდილებას.
კიბერბულინგის ძალა მის ანონიმურობაშია. ადამიანები ფიქრობენ, რომ ონლაინ
სივრცეში შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, რადგან მათ ვინაობას ვერავინ
მიხვდება. ამას ემატება ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და სიმართლის
დამალვა, რაც მსხვერპლს უმწეობას აგრძნობინებს. ეს ხშირად იწვევს:

  • დეპრესიას და შფოთვას;
  • თვითშეფასების დაქვეითებას;
  • აკადემიურ და სოციალურ აქტივობებზე უარის თქმას;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, სუიციდურ აზრებს.
    მე თავად ვყოფილვარ კიბერბულინგის მსხვერპლი. სრულიად უმიზეზოდ
    მიმიღია არასასურველი შეტყობინებები “ინსტაგრამის”
    საშუალებით.თავდაპირველად დავბლოკე მათი ანგარიშები და ვეცადე ჩვეულ
    ცხოვრებას დავბრუნებოდი,მაგრამ კიბერბულერებმა ახალი ანგარიშების შექმნა
    დაიწყეს,რითიც იგივე შეტყობინებებს მიგზავნიდნენ.მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის

ვიყავი და ჩემი ანგარიში სამუდამოდ წავშალე.მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ თემისთვის, არ ნიშნავს რომ სხვაც ასე იქნება.
  ამრიგად,მინდა ჩემს თანატოლებს მოვუწოდო რომ ნებისმიერი,მსგავსი
შემთხვევის დროს არ გაჩუმდნენ და პირველ რიგში შეატყობინონ
უფროსებს,პედაგოგებს ან შესაბამის ორგანოებს, მხოლოდ ამ ქმედებების
შემდგომ დაარეპორტონ ან დაბლოკონ ანგარიშები.
  დასასრულს,კიბერბულინგისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ
ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა,არამედ საზოგადოებრივიც.ჩემი პირადი
გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება იფიქროთ, რომ ანგარიშის წაშლა
გამოსავალია,მაგრამ რეალურად ეს ნეიტრალური პოზიციაა,რომელიც პრობლემას
ვერ აგვარებს.ასე რომ, გთხოვთ, თუ მსგავს სიტუაციაში ოდესმე აღმოჩნდებით
გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები და არ ჩავარდეთ პანიკაში,რადგან მხოლოდ
ერთიანობითა და სწორი რეაგირებით შევძლებთ კიბერბულიგისა თუ ბულინგის
აღმოფვრას,რაც დაგვეხმარება უსაფრთხო გარემოს შექმნაში.

ავტორი-
მარიამ ქაცარავა,16 წლის.
ქალაქი მცხეთა