კვლევის “უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების” პრეზენტაცია

15 მაისს, სასტუმრო ბილტომორში ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მიერ ჩატარაებული კვლევის “უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების” პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 7 რეგიონში სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა 91 ქალი. მსგავსი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა, არა მხოლოდ უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შეგროვება, არამედ რესპონდენტი ქალების სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური სირთულეები გამოვლენა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტოა, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს 7 რეგიონიში შეგროვდა სერვისით მოსარგებლე ქალების პირადი, ცოცხალი ისტორიები და გამოცდილება.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.