კანონპროექტი პოლონეთის პარლამენტში რეკორდული – 500 000 ხელმოწერთ
გასულ კვირას პოლონეთის პარმანეტში შეიტანეს კანონპროექტი ქალთა უფლებებისა და ნებაყოფლობითი მშობლობის შესახებ. კანონპროექტის ინიციატორია ადგილობრივი სამოქალაქო პლატფორმა „გადავარჩინოთ ქალები“ (Save Women), რომელიც ხელმოწერებს 2017 წლის აგვისტოდან აგროვებს. მნიშვნელოვანია რომ ორ თვეში შეგროვდა ხელმომწერთა რეკორდული რაოდენობა – 500 000 ადამიანი, ხოლო პოლონეთში კანონით დადგენილი ზღვარი – 100 000 ხელმოწერა – კამპანიის დაწყებიდან ერთი თვეში უკვე გადალახული იყო.
კანონპროექტის მიხედვით აბორტის პროცედურა, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადებშია ლეგალური, სრულად უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ. კანონპროექტის ინიციატორები ითხოვენ კონტრაცეფცივებზე უფასო ხელმისაწვდომობასაც, ხოლო გადაუდებელი კონტრაცეფციული საშუალებების ურეცეპროდ გაცემას. კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება ყველა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას, დაუბრკოლებლად უზრუნველყოს აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობა. ინიციატვივა მოიცავს ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების დანერგვას საგანმანათლებლო სივრცეებში და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების უფლებას, მშოლის თანხმობის გარეშე ეწვიონ გინეკოლოგს, უროლოგს, დერმატოლოგს და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექმიმებს.
აღსანიშანვია, რომ საქართველოში 14 წლის და მეტი ასაკის მოზარდებს, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მშობლის თანხმობის გარეშე შეუძლია არა მხოლოდ კონსულტაციისთვის მიმართოს ექიმს, არამედ კონფიდენციალობის დაცვით ჩაიტაროს აბორტიოს პროცედურა.
პარალელურად, პოლონეთში გამოჩნდნენ საინიციატივო ჯგუფები, რომელიც იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას აბორტის აკრძალვის მოთხოვნით 12 კვირის შემდგომ ნაყოფის არასრულფასოვნების მიზეზით. ამ ინიციატივას მხარს უჭერს კათოლიკური ეკლესია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.
წყარო: http://www.safeabortionwomensright.org