ასოციაცია ,,ჰერა ოცდაერთი” გთავაზობთ მაღალკვალიფიციური იურისტის უფასო, პირისპირ, ონლაინ სატელეფონო კონსულტაციას.
- თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ანონიმური სამედიცინო მომსახურება, არავის აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კანონით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ისჯება კანონით.
- თქვენ გაქვთ ჯანრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება, კანონი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. (დისკრიმინაცია – უსამართლო ქცევა/ქმედება, შევიწროება და უფლებების დარღვევა).
- თქვენ გაქვთ ინფორმაციის და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, ექიმს არ აქვს უფლება უარი გითხრათ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ არ არსებობს ამის რეალური საჭიროება და აღნიშნული სამედიცინო ქმედება არ გამოიწვევს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
- თქვენი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და თქვენ გიცავთ კანონი.
თუ თვლი, რომ დაირღვა შენი უფლება დაგვიკავშირდი ნომერზე: 0 32 2 01 12 21 (იურიდიული კონსულტანტის შიდა ნომერი „4“)
მიიღეთ ონლაინ კონსულტაცია: