იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV)/შიდსის ვირუსით დაავადებულ პირთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა

ასოციაცია ჰერა XXI მკაცრად იცავს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვსურს უსაფრთხო და სასურველი გარემოს უზრუნველყოფა იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულთათვის (PLHIV). ჩვენს გარემოში ადგილი არ ექნება შეურაცხყოფასა და დისკრიმინაიას. იმუნოდეფიციტის ვირუსთან და შიდსთან დაკავშირებული ყველა სიტუაცია დარეგულირდება შემდეგი პრინციპებით:

არ მიიღება არავითარი სახის დისკრიმინაცია იმ თანამშრომლების ან განმცხადებლების, მოხალისეების, საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც უხდებათ (ან ჩაითვლება, რომ უხდებოდათ) ცხოვრება ან, სხვაგვარად არიან ზემოქმედებული იმუნოდეფიციტის ვირუსით და შიდსით. იმუნოდეფიციტის ვირუსი და შიდსი ისევე იქნება განხილული, როგორც სხვა ნებისმიერი დაავადება (ყველა პოლიტიკისა და სარგებლის პირობით, მათ შორის შვებულება). ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერს პირს, რომელიც დაავადებულია იმუნოდეფიციტის ვირუსით და შიდსით ან, სხვა სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებით, შესაძლოა სურდეს ჩვეული საქმიანობით დაკავება სანამ მისი დაავადება ამის საშუალებას მისცემს.

ყველა თანამშრომელმა/მოხალისემ, საბჭოს წევრმა უნდა დაიცვას ჩვენი არა-დისკრიმინაციული პოლიტიკა. არც ერთი წევრი, რომელიც უარს განაცხადებს იმუშაოს, თავს შეიკავებს მოემსახუროს, შეურაცხყოფს ან სხვაგვარ დისკრიმინაციას მოახდენს სხვა წევრის, კლიენტის, ბენეფიციარის მიმართ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს აქვს, ან ითვლება რომ აქვს იმუნოდეფიციტის ვირუსი ან შიდსი,  აუცილებლად დატოვებს ორგანიზაციას, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაციის მარეგულირებელი ორგანო.

იმუნოდეფიციტის ვირუსის შემოწმება, კონფიდენციალურობა და გამჟღავნება

ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგულარულ კონფიდენციალურ, ნებაყოფლობით შემოწმებას და კონსულტაციას, როგორც ჩვენი საგანმანათლებლო და გათვითცნობიერების პროგრამის ნაწილს. ნებისმიერი წევრის სამედიცინო ინფორმაცია (მათ შორის იმუნოდეფიციტის ვირუსის სტატუსი) პირადია და განიხილება კონფიდენციალურად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი წევრი, რომელსაც ექნება ან უკვე აქვს იმუნოდეფიციტის ვირუსი ვალდებული არ არის გვაცნობოს ამის შესახებ. თუკი ისინი მოისურვებენ ამას, ჩვენ სიფრთხილის ყველა ზომას მივიღებთ, რომ უზრუნველვყოთ მისი კონფიდენციალურობა და გამჟღავნების უფლება.

უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობა

ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი არ შეიძლება გადავიდეს შემთხვევითი გზით. ადამიანებს, რომლებისთვისაც ცნობილია იმუნოდეფიციტის ვირუსის და შიდსის ინფექციის ფაქტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარყოფითი ან არასათანადო რეაქცია ჰქონდეთ ვინმეს დაავადებაზე. იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციის რისკი იმართება შესაბამისი ტრეინინგით, ცოდნითა და ინფორმირებით ინფექციის საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სამუშაო ადგილზე და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე ადამიანების დამცველი ჯგუფების უნარების განვითარებას.

იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული პირების ჩართვა საბჭოში

ასოციაცია ,,ჰერა XXI” მონდომებულია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული პირები ჩართოს საბჭოში მათი დაცვის უნარების განვითარებით და ხელი შეუწყოს მათ გახდნენ ლიდერები და აკონტროლონ იმუნოდეფიციტის ვირუსთან/შიდსთან დაკავშირებული პროცესები. წვლილი შეიტანონ შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის შემთხვევების შემცირებაში და ხელი შეუწყონ დადებით პრევენციას.

პოლიტიკის განხილვა

ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ ამ პოლიტიკას (არა ნაკლებ წელიწადში ერთხელ), რათა რეაგირება მოვახდინოთ ეპიდემიის განვითარებაზე, სამედიცინო სფეროს მიღწევებზე და ჩვენი სამუშაოდან მიღებულ გამოცდილებაზე.