ელექტრონული დისტანციური სწავლებისთვის შეიქმნა ვებ. გვერდი EHERA.GE
ასოციაცია ჰერა XXI-მა შექმნა ელექტრონული დისტანციური სწავლებისთვის ვებ.გვერდი: EHERA.GE, რომელიც არის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების ონლაინ სახელმძღვანელო.
სკოლის ექიმებს, ოჯახის ექიმებს, მასწავლებლებს, არაფორმალური განათლების მუშაკებს და ახალგაზრდებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უწყვეტად გაიარონ დისტანციური სასწავლო კურსი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია მოზარდების და ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისთვის.
სასწავლო პროგრამებია:
★ელექტრონული კურსი სკოლის ექიმებისთვის – „მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯანმრთელობა“
★დისტანციური სწავლების მოკლე კურსი ოჯახის ექიმებისთვის -“რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში“
★ელექტრონული სასწავლო კურსი მასწავლებლების, არაფორმალური განათლების მუშაკების და ახალგაზრდებისთვის-„ყველაფერი ერთ-სასწავლო კურსში“
პროგრამა არის უფასო, შემუშავებულია დარგის ექსპერტების მიერ, აკრედიტებულია და გაიცემა სერთიფიკატი.
კურსი 2017 წლის 1 ოქტომბრიდან უკვე ხელმისაწვდომია.