ევროპის საპარლამენტო ფორუმის, საქართველოს პარლამენტის და ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ გამართული შეხვედრა
ასოციაცია „ჰერა XXI“ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმდჯომარეს ბ-ნ აკაკი ზოიძეს და კომიტეტის წევრს გიგი წერეთელს მოსახლეობის და მისი განვითარების საკითხებზე მომუშავე ევროპის საპარლამენტო ფორუმის შეხვედრის მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩატარდა 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) და ასოციაცია ჰერა XXI-ს ინიციატივით.
შეხვედრის მიზანი იყო, მოხდეს ახალი თანამეროვე კონტრაცეფციის მეთოდების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მოსახლეობის, მათი ოჯახების გაძლიერებისა და ცხოვრების უკეთ დაგეგმვისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წელს განხორციელდა ევროპის 45 ქვეყნის შეფასება, რის საფუძველზეც შემუშავდა ევროპის კონტრაცეფციის ატლასი, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს ევროპის ქვეყნებისთვის თუ რამდენად ხელმისაწვდომია კონტრაცეფციის თანამდეროვე მეთოდები მოსახლეობისთვის.
აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს კონტრაცეფციის გამოყენების მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აბორტის რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაინც ორჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.