ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს სწამს სოციალური სამართლიანობის და ესმის, რომ დისკრიმინაციის აღკვეთის სტრუქტურა ეყრდნობა ყველა ადამიანური უფლების დაცვასა და ხელშეწყობას. დისკრიმინაციის აღკვეთის ეს სტრუქტურა კრძალავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას და შეზღუდვას სქესის, ასაკის, გენდერული იდენტურობის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ისტორიის ან ქცევის (რეალურის თუ გამოგონილის), რასის, კანის ფერის, ეთნიკურობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, გეოგრაფიული ან სოციალური წარმომავლობის, ქონების,, დაბადების, ფიზიკური ან გონებრივი უუნარობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის იმუნოდეფიციტის ვირუსის ქონის, და სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სტატუსის მიზეზით, რომელიც მიზნად ისახავს და ზემოქმედებას ახდენს ყველა ადამიანური უფლების და ფუნდამენტალური თავისუფლების სხვების თანაბრად აღიარების და გამოყენების შეზღუდვაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში.
დისკრიმინაციის საკითხი და გენდერული უთანასწორობა უნდა იყოს კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ უფლებებში უთანასწორო შეღწევის შემცირების საფუძველი- სქესის, ასაკის, გენდერული იდენტურობის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ისტორიის ან ქცევის (რეალური თუ გამოგონილის).სექსუალური ქმედებების ან ორიენტაციის მიზეზით, სექსუალურ უფლებებზე უარი (როგორიცაა სექსუალური სამედიცინო მომსახურება, სექსუალური განათლება და სექსუალური ძალადობის კომპენსირება;)ამცირებს ადამინის მიერ მისი უფლებების გამოყენებას სხვების თანაბრად.
თანასწორობა მოითხოვს ამ ბარიერების გადალახვას, რათა სხვადასხვა პირებმა ისარგებლონ ფუნდამენტალური უფლებებით და თავისუფლებებით სხვების თანაბრად.
ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს სჯერა სოციალური სამართლიანობის და გმობს ყველა სახის დისკრიმინაციას (განსაკუთრებით კი დისკრიმინაციას, რომელიც ეფუძნება სქესს, ასაკს, სოციალურ კლასს, უუნარობას, იმუნოდეფიციტის ვირუსის ქონას, სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიას, რასას და ეთნიკურობას). ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალებით, ,,ჰერა XXI”-ს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომ შეცვალოს ვაჟებისა და გოგონების მიმართ სოციალური მიდგომა ისევე, როგორც გენდერული ურთიერთობა ვაჟებსა და გოგონებს შორის მომდევნო თაობაში. ,,ჰერა XXI” აღიარებს, რომ სრული და თანაბარი უფლებების მიღწევა გოგონებისათვის გამომდინარეობს სოციალური ღირებულებების, სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის შეცვლით. ,,ჰერა XXI” მუშაობს, რომ დახმარება გაუწიოს გოგონებს და ვაჟებს (რათა მათ მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება) გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები და, აღიარებს გოგონებისა და ვაჟების სხვადასხვა მოთხოვნების უკეთ გაგების საჭიროებას და, მისი პროგრამული სამუშაოს საშუალებით, ამგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
დისკრიმინაციის აღკვეთა მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ქმნის ,,ჰერა XXI”-ის წევრთა მუშაობის და ორგანიზაციის საფუძველს.