ასოციაცია ”ჰერა-XXI” აღიარებს ახალგაზრდების კეთილდღეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მიიჩნევს, რომ ბავშვების, ახალგაზრდებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების მხარდაჭერის გაძლიერება, მათზე ზრუნვა და მათი დაცვა საციცხლო მნიშვნელობისაა.
ორგანიზაციის ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბავშვის, ახალგაზრდის (განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფიდან) ინფორმირება თავიანთი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა/უფლებების შესახებ, იმისათვის რომ მიეცეთ შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიეცეთ საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.
ბავშვი ეწოდება ადამიანს 18 წლის ქვემოთ. ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფში იგულისხმებიან ახალგაზრდები 18 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები, რომლებიც არიან ან შესაძლებელია საჭიროებდნენ საზოგადოების ზრუნვას, აგრძელებს ცხოვრებას შეზღუდული დაწესებულებაში ფსიქიკური ან შეზღუდული შესაძლებლობების მიზეზით, პირი, რომელსაც არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე ან დაიცვას საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ზიანისა თუ ექსპლუატაციისგან.