ასოციაცია „ჰერა XXI“ ხელვაჩაურში!
კამპანია მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა. სხვა რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების მსგავსად, საიტისა და შესაბამისი მობილური აპლიკაციის – forparents.ge-სა და „მშობლებისთვის“ – პრეზენტაციამ და ხელვაჩაურშიც საკმაოდ ნაყოფიერად და დამსწრე აუდიტორიის განსაკუთრებული ჩართულობით წარიმართა.
მოზარდთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაწყებულმა საუბარმა ბევრი კითხვა გააჩინა და დისკუსიაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.
იმავე დღეს, ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერები შეხვდნენ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებს, გააცნეს მათ ორგანიზაციის ახალგაზრდული კომპონენტის მუშაობის პრინციპები და ესაუბრნენ მოხალისეობის მნიშნელობაზე. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა განიხილეს ის გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში.