ასოციაცია „ჰერა XXI“ შეუერთდა ახალაზრდული საზოგადოებრივი რესურსების გამოფენას

27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდული საზოგადოებრივი რესურსების გამოფენა. ღონისძიება ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი თბილისისა და რეგიონების 25 სკოლიდან.

გამოფენას, სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს ესაუბრნენ ჯანსაღი კვების, სპორტული აქტივობების მნიშნელობის, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ ფიზიოლოგიური თუ ემოციური ცვლილებების შესახებ, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს გარდატეხის ასაკში. დაინტერესებულ მოსწავლეებს კი დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა და სერვისები.